„ფიჭვები უდაბნოში“ მაკა ჯოხაძის მოთხრობების კრებულია, რომელიც, მრავალფეროვანი თემატიკის, სიუჟეტების და პერსონაჟების მიუხედავად, მაინც ერთ მთლიან ტექსტად აღიქმება, ერთი რომანივით იკითხება. ამ განწყობას, შესაძლოა, ის ბიბლიური ატმოსფერო ქმნის, რომლითაც ეს მოთხრობებია გამსჭვალული – სწორედ ეს ატმოსფეროა ის თავდაპირველი სივრცეც, განზომილებაც, გნებავთ – სამშობლოც, სადაც ალუზიებით თუ თანამედროვე კონტექსტით სავსე ამბები ხდება. ადამიანური რწმენა და მისი საზღვრები, დაცემისა და აღდგომის მისტერიები, სიყვარულის მუდმივი პარადიგმა, ბუნების – როგორც სამყაროს მთლიანობის გაკვეთილები – ეს იმ აქცენტების არასრული ჩამონათვალია, რომლებზე ფიქრიც მოუწევს მკითხველს, მით უფრო, თუ უკვე იცნობს მაკა ჯოხაძის მხატვრულ და პუბლიცისტურ შემოქმედებას და აქვს მზაობა და მოლოდინი გამორჩეულად ღრმა და ინტელექტუალურ მხატვრულ სამყაროში სულიერი ხეტიალისთვის. ამ კრებულში, კარგი ლიტერატურით მოგვრილ სიამოვნებასთან ერთად, ადამიანური ნუგეშის ძალასაც იგრძნობთ – ლამის დავიწყებულ, ბუნებრივ და ძველისძველ ძალას, რომლის გამოც ყველა უდაბნო მასშივე დანახული ფიჭვების გამოა გასაძლები.
- უდაბნოს ქალი
- ადუის ვარსკვლავი
- გულა
- ჩოჩორიკას თოვლი
- ფიჭვები უდაბნოში
- საყვირი
- გადარჩენილი პეიზაჟი
- ზღურბლზე
- მიწისქვეშა...
- მკვდარ გუბეში ნასროლი კენჭები
- სქოლიო