„სიშიშვლის დეტექტორი“ ბელა ჩეკურიშვილის მეხუთე პოეტური კრებულია. მათგან ერთი – Wir, die Apfelbäume („ჩვენ, ვაშლის ხეები“) გერმანულ ენაზე გამოიცა გერმანიაში 2016 წელს. ახალ კრებულში შესული ლექსები ბოლო ხუთი წლის განმავლობაშია დაწერილი. წიგნი ოთხი ნაწილისგან შედგება. თითოეული ეს ნაწილი ერთგვარი თემატური ნიშნითაა შედგენილი, თუმცა ამგვარი დანაწილება პირობითია, რადგან ეს ერთი პოეტის თვალით დანახული და სიტყვით გადმოცემული სამყაროა – მთლიანი და მრავალფეროვანი. ესაა ამბები თანამედროვე ადამიანის შესახებ, რომელიც თითქმის სულ ცაიტნოტშია, მუდამ გზაშია, და ამ გზიდან გაჰყურებს მისთვის ძვირფასსა და მნიშვნელოვანს. ლექსების დრამატურგიულ აგებულებას ერთი საერთო ნიშანი გამოარჩევს: ლექსის სათქმელი მის დასაწყისშივეა მონიშნული. მერე, სტრიქონებში გამეორებების და ვარიაციების მეშვეობით, განცდის ინტენსივობა უფრო და უფრო მატულობს და სასურველი ნიშნულის მიღწევის შემდეგ ლოგიკური (ხშირად – მოულოდნელი) ფინალით სრულდება. წიგნში დომინანტი ფერი მუქი წითელია. მასში ბევრი რამ იგულისხმება: წარსული, ოჯახი, ბავშვობა, ქვეყანა და ადამიანები; სიყვარული, ფიქრები და იმედგაცრუება... და ამ ყველაფერს თან ახლავს ერთგვარი ნოსტალგია – ისიც მეწამულად შეფერილი, მკვეთრი და თანამდევი – ლექსების უმრავლესობა ხომ პოეტის უცხოეთში ცხოვრების პერიოდშია შექმნილი.
- I. მეწამული
- ერთი გზის ბილეთით
- მეწამული
- უკუღმა ზღაპარი
- უსიერ ტყეში, ამ ცხოვრების ნახევარგზაზე (დანტე)
- ფითრი
- რეპორტაჟი საბაჟოდან
- გადამფრენი ჩიტების მზერა
- დაო
- ძველი ბაღი
- „ნუ სჭმუნავ, ჭმუნვითა ამისთანითა“
- დაბერდა დედაჩემი
- ბედნიერება სახელად მინდორი
- თაგვი
- მოლოდინი
- საოჯახო წიგნი
- ლურსმანი
- II. ქარისას ვამბობ
- ქარისას ვამბობ
- ორპირობა
- წრე
- ვაშლის ხეები
- მიწადქცევა
- მორჩილება
- თიხის ფიგურები
- ის წლები, ის დღეები
- დუმილი – ოქრო
- საყვედურების სია
- ქვის თლა
- სიტყვები
- უსასრულო ამბავი
- სახლი
- III. I dont believe
- მტრედები
- მოვუხმობ ავდარს
- I dont believe
- ვერცხლის თევზების სიმღერა
- სიჩუმე
- დავგრეხ თოკსა, ბაწარსა...
- IV. მე – ალუბალი
- მინდვრები
- იისფერი თოვლი, ანუ ასჯერ გაზომილი
- წყვილად ან სამად
- დაბრუნება
- მე ალუბალი
- როგორც სოფო იტყოდა
- ჟურნალის გარეკანი
- კისერი (მოლოდინის კუნძი)
- მზის სარკმელი
- ფეხსაცმელები
- ტკივილის ჰიპოთეზა
- სახელი
- სახიფათო მოგონებები
- ასეთი თამაში