კალათა

დეტალურად

„მეოცე საუკუნის 90-იანებმა საქართველოს მძიმე კვალი დაატყო. თავს დატეხილმა სამხედრო კონფლიქტებმა და სოციალურმა კოლაფსმა ქვეყანაში ბევრ ოჯახს შეაცვლევინა ცხოვრების წესი და კურსი. ნაწილმა ემიგრაციაში გაქცევით უშველა თავს, ქვეყანაში დარჩენილები კი თითქოს რაღაც უზნეო ექსპერიმენტების მსხვერპლად იქცნენ. მათგან ბევრი სწორედ ამ ცვლილებების ხანაში ტრანსფორმირდა მუტანტების ოჯახად. „მკვდრების ქალაქი“ შავ-თეთრი რომანია. მკვდრების ქალაქში მკვდარი და გახრწნილია ყველა ის თვისება და ფასეულობა, რომელიც ადამიანს აძლევს საშუალებას, იყოს ის, ვინცაა სინამდვილეში, ანუ ბუნებრივად მართალი. მსხვერპლშეწირვა არა მხოლოდ რომანის საკვანძო რიტუალი, არამედ ერთადერთი გამოსავალიცაა – ქცევა, იდეა – როდესაც ადამიანი (მამა) ყველაზე ძვირფასს თმობს სხვის (შვილის) გადასარჩენად. რომანში ყველაფერი მოძრაობს, ვიბრირებს, დინამიკაშია, იცვლება, არ დგას, მიედინება, როგორც მკვდრების ქალაქის უფერო მდინარე. თითქოს მოცემული გიჟური და კომიკური უწესრიგობაც აუცილებელია, რომ დაშლილი ოჯახური ფაზლი უფრო ზუსტად, მყარად და სამართლიანად აღდგეს. ყველა კონფლიქტი ხომ მაინც მშვიდობისკენ ლტოლვის ქვეცნობიერი მცდელობაა.“ – ია ვეკუა.
  • 1.
  • 2.
  • 3.
  • 4.
  • ეპილოგი