„გამომცემლობა პალიტრა L“ ჟურნალ „ისტორიანთან“ ერთად გთავაზობთ ყველაზე ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს. ვინც ისტორია შექმნა და შეცვალა. ბუნებრივია, ისტორიულ ფაქტს, დოკუმენტურ მასალას ამ ნაშრომებში უდიდესი ადგილი უკავია, მაგრამ სულ სხვაა ამბავი, რომელიც ემოციის, პირობითობის, ურთიერთობების, ადამიანური სისუსტეების, წინააღმდეგობებისა და, უბრალოდ, ცხოვრების ფონზე ვითარდება. ამბობენ, რომ დიდი ადამიანები ქმნიან ეპოქას, თუმცა, პირიქითაც ხდება – ეპოქა, გარემო, კონკრეტული სოციალ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური ვითარება ქმნის პროვოკაციულ ფონს, რაც გამჭრიახი, გაბედული და ამბიციური ადამიანებისთვის გამოწვევად იქცევა. ამ მოვლენებს უმეტესწილად საკუთარი ავტორები ჰყავთ – პერსონები, ვინც ხელსაყრელ მომენტს ჩაეჭიდნენ და... რომელთაც შეცვალეს სამყარო! ეს არ არის მშრალი ისტორიულ-დოკუმენტური მასალა, ეს რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული მხატვრულად მოთხრობილი ამბებია, რომელიც ერთი ამოსუნთქვით კი იკითხება, მაგრამ დიდ საფიქრალს ტოვებს. ვინ არიან ისინი? გენიოსი, მეამბოხე, მაძიებელი, მეცნიერი, დიქტატორი, იმპერატორი ან თუნდაც ავანტიურისტი!.. ადამიანები, შეპყრობილნი დიდი იდეით, ან პირადი მოსაზრებით. ან თუნდაც ის, ვინც უბრალოდ გენიოსი იყო. დიდი ადამიანების ვნებები და სურვილები, სისუსტეები და მისწრაფებები, დიდ საქმეს შეჭიდებულთა პირადი ცხოვრება და იქვე მათი ადგილი და როლი კონკრეტულ ეპოქასა და დროში. ჩვენ დიდი ადამიანების შესახებ მოგითხრობთ.
- შესავალი
- თავი I – მონღოლები
- თავი II – თემუჩინის დაბადება
- თავი III – თემუჩინისა და ბორტეს დანიშვნა
- თავი VI – ტაიჩიუდის ტომის მიერ თემუჩინის შეპყრობა
- თავი V – თემუჩინისა და ბორტეს ქორწილი
- თავი VI – მერკიდების ტომის შემოსევა და ბორტეს დატყვევება
- თავი VII – თემუჩინი და ჯამუკა
- თავი VIII – თემუჩინი ხდება ჩინგიზ-ყაენი
- თავი IX – თემუჩინისა და ჯამუკას დაპირისპირების დასაწყისი
- თავი X – ჩინგიზ-ყაენის ლაშქრობა თათართა ტომის წინააღმდეგ
- თავი XI – ახალი კოალიცია ჩინგიზ-ყაენის წინააღმდეგ
- თავი XII – ჩინგიზ-ყაენის გალაშქრება თათართა და ნაიმანების ტომის წინააღმდეგ
- თავი XIII – ჩინგიზ-ყაენსა და უან-ყაენს შორის ბრძოლა
- თავი XIV – ჩინგიზ-ყაენის მიერ გატარებული რეფორმები
- თავი XV – ჩინგიზ-ყაენის პირველი დიდი ლაშქრობა
- თავი XVI – ჩინეთის დაპყრობა
- თავი XVII – ხორეზმის დამორჩილება
- თავი XVIII – მონღოლთა პირველი გამოჩენა საქართველოში (ჯებესა და სუბუდაის ლაშქრობა)
- თავი XIX – ტანგუტების სამეფოს საბოლოო დამორჩილება
- თავი XX – ჩინგიზ-ყაენის სიკვდილი და დასაფლავება
- გამოყენებული ლიტერატურა