„გამომცემლობა პალიტრა L“ ჟურნალ „ისტორიანთან“ ერთად გთავაზობთ ყველაზე ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს. ვინც ისტორია შექმნა და შეცვალა. ბუნებრივია, ისტორიულ ფაქტს, დოკუმენტურ მასალას ამ ნაშრომებში უდიდესი ადგილი უკავია, მაგრამ სულ სხვაა ამბავი, რომელიც ემოციის, პირობითობის, ურთიერთობების, ადამიანური სისუსტეების, წინააღმდეგობებისა და, უბრალოდ, ცხოვრების ფონზე ვითარდება. ამბობენ, რომ დიდი ადამიანები ქმნიან ეპოქას, თუმცა, პირიქითაც ხდება – ეპოქა, გარემო, კონკრეტული სოციალ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური ვითარება ქმნის პროვოკაციულ ფონს, რაც გამჭრიახი, გაბედული და ამბიციური ადამიანებისთვის გამოწვევად იქცევა. ამ მოვლენებს უმეტესწილად საკუთარი ავტორები ჰყავთ – პერსონები, ვინც ხელსაყრელ მომენტს ჩაეჭიდნენ და... რომელთაც შეცვალეს სამყარო! ეს არ არის მშრალი ისტორიულ-დოკუმენტური მასალა, ეს რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული მხატვრულად მოთხრობილი ამბებია, რომელიც ერთი ამოსუნთქვით კი იკითხება, მაგრამ დიდ საფიქრალს ტოვებს. ვინ არიან ისინი? გენიოსი, მეამბოხე, მაძიებელი, მეცნიერი, დიქტატორი, იმპერატორი ან თუნდაც ავანტიურისტი!.. ადამიანები, შეპყრობილნი დიდი იდეით, ან პირადი მოსაზრებით. ან თუნდაც ის, ვინც უბრალოდ გენიოსი იყო. დიდი ადამიანების ვნებები და სურვილები, სისუსტეები და მისწრაფებები, დიდ საქმეს შეჭიდებულთა პირადი ცხოვრება და იქვე მათი ადგილი და როლი კონკრეტულ ეპოქასა და დროში. ჩვენ დიდი ადამიანების შესახებ მოგითხრობთ.
- წინათქმა
- თავი I – ბავშვობა
- თავი II – ჰიტლერი და პირველი მსოფლიო ომი – ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის შექმნა
- თავი III – მიუნხენის პუტჩი – „მაინ კამპფ“, ანუ სიძულვილის მოძღვრება
- თავი IV – ნაცისტები რეალური ძალა ხდებიან – ხელისუფლებაში მოსვლა
- თავი V – ნაცისტები ხელისუფლებაში მოვიდნენ – გერმანიაში ტოტალიტარული რეჟიმი მყარდება
- თავი VI – ჰიტლერული „წესრიგი“ – ჰოლოკოსტი
- თავი VII – გერმანია ძლიერი სახელმწიფო ხდება
- თავი VIII – სტალინისა და ჰიტლერის ურთიერთობა 1934-1938 წლებში
- თავი IX – ავსტრიის ანშლუსი და სუდეტების ანექსია – ჰიტლერი წლის ადამიანი ხდება
- თავი X – ჰიტლერის ფსიქოლოგიური პორტრეტი – პირადი ცხოვრება
- თავი XI – ჰიტლერული ექსპანსია ძლიერდება – მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი
- თავი XII – მეორე მსოფლიო ომის დასაწყისი – სსრკ-გერმანიის ურთიერთობები 1939-1941 წლებში
- თავი XIII – საბჭოეთზე თავდასხმის წინ
- თავი XIV – ჩაშლილი ბლიცკრიგი – საბჭოთა აგენტურა
- თავი XV – პარტიზანული ომი გერმანელთა წინააღმდეგ
- თავი XVI – ჰიტლერი და რუსული კოლაბორაციონალიზმი
- თავი XVII – სტალინგრადი – ჰიტლერი ძალაუფლებას ინარჩუნებს
- თავი XVIII – ფიურერი და ბულგარეთის მეფე – ოპერაცია „მუხა“
- თავი XIX – ოპერაცია „დიდი ნახტომი“
- თავი XX – ოპერაცია „ვალკირია“
- თავი XXI – ოპერაცია „სან რაისი“
- თავი XXII – ჰიტლერი და ბირთვული იარაღი
- თავი XXIII – აღსასრული
- ბოლოთქმა
- გამოყენებული ლიტერატურა