„გამომცემლობა პალიტრა L“ ჟურნალ „ისტორიანთან“ ერთად გთავაზობთ ყველაზე ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს. ვინც ისტორია შექმნა და შეცვალა. ბუნებრივია, ისტორიულ ფაქტს, დოკუმენტურ მასალას ამ ნაშრომებში უდიდესი ადგილი უკავია, მაგრამ სულ სხვაა ამბავი, რომელიც ემოციის, პირობითობის, ურთიერთობების, ადამიანური სისუსტეების, წინააღმდეგობებისა და, უბრალოდ, ცხოვრების ფონზე ვითარდება. ამბობენ, რომ დიდი ადამიანები ქმნიან ეპოქას, თუმცა, პირიქითაც ხდება – ეპოქა, გარემო, კონკრეტული სოციალ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური ვითარება ქმნის პროვოკაციულ ფონს, რაც გამჭრიახი, გაბედული და ამბიციური ადამიანებისთვის გამოწვევად იქცევა. ამ მოვლენებს უმეტესწილად საკუთარი ავტორები ჰყავთ – პერსონები, ვინც ხელსაყრელ მომენტს ჩაეჭიდნენ და... რომელთაც შეცვალეს სამყარო! ეს არ არის მშრალი ისტორიულ-დოკუმენტური მასალა, ეს რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული მხატვრულად მოთხრობილი ამბებია, რომელიც ერთი ამოსუნთქვით კი იკითხება, მაგრამ დიდ საფიქრალს ტოვებს. ვინ არიან ისინი? გენიოსი, მეამბოხე, მაძიებელი, მეცნიერი, დიქტატორი, იმპერატორი ან თუნდაც ავანტიურისტი!.. ადამიანები, შეპყრობილნი დიდი იდეით, ან პირადი მოსაზრებით. ან თუნდაც ის, ვინც უბრალოდ გენიოსი იყო. დიდი ადამიანების ვნებები და სურვილები, სისუსტეები და მისწრაფებები, დიდ საქმეს შეჭიდებულთა პირადი ცხოვრება და იქვე მათი ადგილი და როლი კონკრეტულ ეპოქასა და დროში. ჩვენ დიდი ადამიანების შესახებ მოგითხრობთ.
- შესავალი
- თავი I – მონობა რომში
- თავი II – სიცილიის მონათა პირველი აჯანყება
- თავი III – სიცილიის მონების მეორე აჯანყება
- თავი IV – მარიუსის სამხედრო რეფორმა და ბარბაროსთა განადგურება
- თავი V – მოკავშირეებთან ომი
- თავი VI – სულა და მითრიდატე
- თავი VII – სულას დიქტატურა
- თავი VIII – გლადიატორები
- თავი IX – სპარტაკი – მონა თუ თავისუფალი ადამიანი?
- თავი X – დასაწყისი
- თავი XI – პირველი გამარჯვებები
- თავი XII – „უმნიშვნელო გაუგებრობიდან“ „ნამდვილ ომამდე“
- თავი XIII – ისტორიის გამოცანა
- თავი XIV – სიცილიაში გადასვლის წარუმატებელი მცდელობა
- თავი XV – დასასრული
- თავი XVI – სპარტაკი – სარდალი
- თავი XVII – სპარტაკი – თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირი
- გამოყენებული ლიტერატურა