კალათა

დეტალურად

როდესაც ტენარს უსახელო ძალების ერთქურუმად აირჩევენ, მას ყველაფრის მიტოვება მოუწევს - სახლის, ოჯახის და საკუთარი სახელისაც კი. ის ამიერიდან არჰაა, ატუანის აკლდამების მცველი. „ატუანის აკლდამებში“ კვლავ ვიხილავთ „ზღვამიწეთის ჯადოქრის“ მთავარ გმირს, გედს, რომელიც თავგადასავლების ძიებაში აკლდამების ლაბირინთის პატიმრობაში აღმოჩნდება, სადაც ახალგაზრდა ჯადოქრისა და მისი დამტყვევებლის, ტენარის გზები გადაიკვეთება. ლე გუინის თქმით, როგორც „ზღვამიწეთის ჯადოქარი“ წარმოადგენს ბიჭის კაცად ქცევის ისტორიას, ისევე „ატუანის აკლდამები“ არის ამბავი გოგონას შესახებ, რომელმაც მისი როლი და დაკისრებული პასუხისმგებლობა უნდა გადაიაზროს და ცხოვრების გზა თავად აირჩიოს. „ატუანის აკლდამებში“; ლე გუინმა შექმნა განსაკუთრებით პირქუში და ბნელი სამყარო, სადაც წყვდიადის განათება განსაკუთრებით რთულია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
  • პროლოგი
  • თავი 1. შთანთქმული
  • თავი 2. კედელი „ფუძის“ გარშემო
  • თავი 3. ტყვეები
  • თავი 4. სიზმრები და ლეგენდები
  • თავი 5. სინათლე ბორცვის ქვეშ
  • თავი 6. ადამიანის ხაფანგი
  • თავი 7. დიადი საგანძური
  • თავი 8. სახელები
  • თავი 9. ერრეთ აკბეს ბეჭედი
  • თავი 10. წყვდიადის მრისხანება
  • თავი 11. დასავლეთის მთები
  • თავი 12. ცურვა
  • ბოლოსიტყვაობა