კალათა

დეტალურად

„მატერიკონი“ თამარ თანდაშვილის მეორე რომანია და ჟანრით, „ეთნოგრაფიულ მოწმეობას“ განეკუთვნება. მონასტერში განმარტოებული ადამიანისთვის, რომელსაც ცხოვრება სოციალური კავშირებით არ ანებივრებს, მეგობრის სიყვარული გამორჩეულად ინტიმური გრძნობაა. რა არჩევანს აკეთებს დედა ბარბარე, როცა მისი „სულის ნაწილს“ უმოწყალოდ კლავენ? იურიდიული ფაკულტეტის მესამეკურსელი მედეა სამართლის ფენომენს მეტაფიზიკური კრიმინოლოგიის კუთხით განჭვრეტს და თეორიულ აღმოჩენას აკეთებს, რისი გადამოწმება ორი ათწლეულის შემდეგ, ხანდაზმულ კრიმინალურ საქმეზე მუშაობისას უწევს. ერთი შეხედვით, სრულიად განსხვავებული ორი ადამიანის, საერო პირისა და მონასტერში მოღვაწის ცხოვრება ტრაგიკულად და მოულოდნელად გადაეჯაჭვება ერთმანეთს, მათი ურთიერთდაპირისპირების ფსიქოლოგიური დრამა კი, ტრანსგენდერი ქალის გარდაცვალების გამო, ყველასთვის წარმოუდგენლად და არცთუ უსისხლოდ სრულდება.
  • თავი 1 – გრამატიკა
  • თავი 2 – ლას მაგას
  • თავი 3 – არაქრისტიანული სურვილები
  • თავი 4 – გულყრა სანატრელი
  • თავი 5 – იოგა ფარადაიზ
  • თავი 6 – ტვინით ქალი
  • თავი 7 – ქრისტეს ფერადი გველეშაპი
  • თავი 8 – დათვი მჭლე და მე მსუქანი
  • თავი 9 – სიყვარულის ღმერთი
  • თავი 10 – გზამკვლევი
  • თავი 11 – ცოფიანი
  • თავი 12 – საბრალო პლანეტის ბედნიერი ადამიანი
  • თავი 13 – ფეისბუქი
  • თავი 14 – საგანგებო და სრულუფლებიანი
  • თავი 15 – მენელსაცხებლე დედა
  • თავი 16 – ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან
  • თავი 17 – ტრაკი და სიყვარული
  • თავი 18 – მარგალიტა
  • თავი 19 – კუნტსკამერა
  • თავი 20 – მედეა
  • თავი 21 – მჭვრეტელობითი პრაქტიკა
  • თავი 22 – მეტაფიზიკური კრიმინოლოგია
  • თავი 23 – ლუსია პეკინზე
  • თავი 24 – პირის ნაცვალსახელი
  • თავი 25 – ეჭვმიტანილის დაკითხვის თეორია და პრაქტიკა