მოთხრობების კრებული „შენ არავინ გგავს“ ადამიანის და მისი სულიერი სამყაროს შესახებ მოგვითხრობს. მკითხველი, რომელსაც ეს წიგნი ეძღვნება, სხვადასხვა პერსონაჟების გაცნობისას ბევრ საინტერესო, ხანდახან შოკისმომგვრელ რეალობასაც კი გადააწყდება. „ბავშვობის გემო“, „მიწისქვეშეთის“ მისტიური სამყარო, წიგნის განუმეორებელი სურნელი, ადამიანური ტრაგედია თუ უბრალოდ რეალური ისტორია მკითხველს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს. წიგნის პერსონაჟები და სხვადასხვა ისტორიები მარტივად აღწევენ მკითხველამდე, მკითხველიც თითქოს ამბის მონაწილეა და მთელი სიმძაფრით აღიქვამს ბეგის ტრაგედიას, რომელიც ამავე დროს ყველას ტრაგედიაა. „შენ არავინ გგავს“ ნამდვილი სიტყვებია, რადგან ყოველი ადამიანი გამორჩეული და უნიკალურია, რაშიც წიგნის პირველივე ფურცლების კითხვისას დარწმუნდებით. ამ წიგნს იასამნის ფერი აქვს, შეიძლება სურნელიც კი, ყვავილების, რომლის სილამაზე წარმავალია, ისევე როგორც ადამიანების ცხოვრება. „სიზმარი“, ადამიანის გაუცნობიერებელი სურვილების თავშესაფარი, ხშირად სწორი გადაწყვეტილებებისკენ გვიბიძგებს, შიშისგან გვათავისუფლებს და საკუთარი სურვილების გაანალიზებაში გვეხმარება. „პრატი პრასავ“ - ხელოვნებას ეძღვნება, ადამიანიც ხომ ღმერთისგან შექმნილი ხელოვნების ნიმუშია, მისი ქმნილებები კი დროსა და სივრცეს უძლებს. ეს წიგნი შენ გეძღვნება, რადგან შენ არავინ გგავს!
- შენ არავინ გგავს
- ჰუსეინდელფინი
- კესო
- პრატი პრასავ
- იასამნებიც კვდებიან
- აკვიატება
- სიზმარი
- ლილე
- აორთქლებული წიგნები
- თქმულება კინოზე
- განდევნილი
- მდივანი