ზურა ჯიშკარიანი პირველად მუსიკალური პროექტში „Kung Fu Junkie“ გამოჩნდა. წარმატებული აღმოჩნდა მისივე შექმნილი პირველი ქართულენოვანი ჩეთბოტი „კიბერ გალაკტიონი“. დღეს ზურა რამდენიმე გამოცემისთვის წერს, არის ჩეთბოტების დიზაინერი და ჰიპ-ჰოპ დუეტ kayakata-ს ერთ-ერთი წევრი. „საღეჭი განთიადები უშაქროდ“ ზურა ჯიშკარიანის სადებიუტო რომანია, რომელიც კიბერპანკის ჟანრს განეკუთვნება და არეული ალგორითმების გამო, ციფრულ სამყაროში შემდგარი მეორედ მოსვლის შესახებ მოგვითხრობს. სანამ სასულიერო პირები რეალობას ჰაკავენ, რომ იქნებ რამენაირად შეაჩერონ პროცესი, „მოგზაურთა“ ჯგუფი მობილიზებას იწყებს, რათა სიმულაციაში გამომწყვდეული მესია დაიხსნას“. „რეალობა უკვე კარგა ხანია დაინგრა, მისი ხვრელებიდან ყოველდღიურად ჟონავს ქაოსი... მეშიახი კი აუცილებლად უნდა მოკვდეს. ეს ჩემი სტილია. მხოლოდ ასეთ სიკვდილს აქვს ძალა - შვას რევოლუციები. თან, ავატარები შეიძლება მოკვდნენ, მაგრამ გეიმერები არ კვდებიან“. „თუ ცეკვა ჭეშმარიტია, ის აუცილებლად რევოლუციით მთავრდება, თუ არა და დილისკენ ადამიანები ტოვებენ კლუბებს მწარე ატხადნიაკით და მელანქოლიით იმის გამო, რომ რევოლუცია ისევ არ შედგა“.
- National Geographic: Tbilisi Zoo
- 02. სინქრონიზაცია
- 03. სიბნელეში მისი სიგარეტი ანათებს, როგორც შორეული მარსი – ჩვენი შვილების პლანეტა
- 04. რა მოუტანა მტრედმა ნოეს? ტუტორიალი
- 05. „ეს მე ვარ, მისტერ რექსი“
- 06. ახლა იწყება წიფის გვირაბი, თქვენ ხომ არაფრის შეგეშინდებათ?
- 07. „ივენთების ნაცვლად ვესწრებით აპოკალიფსებს“ – თქვა DJ ქერუბიმმა
- 08. ხრუშჩოვის კაბალა და კასტროს კუბური ბანანები
- 09. როგორც შანხაი ღამით
- 10. უფლის მხედრიონი
- 11. კიბერნეტიკული „მკვდრების წიგნი“
- 12. Tzim Tzum
- 13. GTA: Ballad of Lysergin Joe