ოთხი ათასი წლის წინ დაწერილი „სინუჰეს ამბავი“ დღეს არამარტო ძველი ეგვიპტის, არამედ მსოფლიო ლიტერატურის შედევრად არის აღიარებული. ჩვენთვის უცნობმა ავტორმა კაცობრიობის ისტორიაში პირველად მოგვითხრო არა რომელიმე ღმერთის, მეფის ან მითიური გმირის, არამედ ჩვეულებრივი ადამიანის ისტორია და აღწერა მისი გრძნობები – შიში, ნოსტალგია, ირაციონალური განცდები, რომელთა მიზეზი თვითონაც ვერ აუხსნია და დარდი, რომ მისი სიცოცხლე სამშობლოდან შორს დასრულდება. სწორედ ამიტომ „სინუჰეს ამბავი“ დღეს მოიაზრება, როგორც პირველი რომანი მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში.
- სინუჰეს ამბავი
- ბიბლიოგრაფია
- სქოლიო