კალათა

დეტალურად

დანიელს, იტალიაში კამერუნიდან ჩამოსვლისას, ერთადერთი ოცნება ჰქონდა: საფეხბურთო სამყაროში მოხვედრილიყო. ახლა უკვე თბილი სახლი აქვს, ერთგული მეგობრები ჰყავს და აღარც მისი ოცნება ჩანს აუხდენელი. მიზანდასახულ ილარიასა და ასევე უერთგულესი მეგობრისა და თანაგუნდელის, მატიას გვერდით, შეუძლებელი არაფერი, მათ შორის, არც ეროვნული ჩემპიონატის მოგება და არც საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის საგზურის დამსახურება. დაბრკოლებას, რომელიც „ვირტუსის“ გუნდის მოთამაშეთა წარმატებას აფერხებს, „ატლეტიკო“ ჰქვია. ამ გუნდის კაპიტანს – ნიკის კი ნებისმიერ ფასად სურს გამარჯვება. ნიკისა და მის მეგობრებს ჩემპიონატში „ვირტუსის“ წინსვლა აცოფებთ. მატიას, თავის მხრივ, სხვა პრობლემები აქვს. მისგან ბევრს ელოდებიან, ეს კი ენერგიას აცლის და მოტივაციას აკარგვინებს. არც დანიელია უკეთეს დღეში. აშანტაჟებენ. თამაშსა და თამაშს შორის ბევრი რამ ხდება: საშინელი მუქარა გაისმის, ვიღაცას ცდუნება სძლევს. თუმცა მატია, დანიელი და მისი მეგობრები გულდასმით მალავენ. ამჯერად სამივე დამოუკიდებლად ცდილობს საიდუმლოს ამოხსნას და იმის დამტკიცებას, რომ ოცნების ასრულების მოკლე გზის ძებნა გამართლებული არ არის.
  • რას ფიქრობს Liberkids ამ წიგნზე
  •  „საუკეთესო პენალტი“ – მსოფლიო გამოხმაურება
  • I. გოლის მათემატიკა
  • II. საგანგებო შემთხვევა
  • III. სიურპრიზი... ნულს ქვემოთ
  • IV. მეცნიერი თავდამსხმელი
  • V. მაიმუნი... უკეთესია
  • VI. (შეუ)მცდარი პარაბოლა
  • VII. გოლის ავადმყოფობა
  • VIII. ლუნა-პარკის ოცნებები
  • IX. მისია შესრულებულია
  • X. მაგიური სინჯარა
  • XI. სათადარიგოთა სკამის ავადმყოფობა
  • XII. პროვოკაციები
  • XIII. წყეული სტატისტიკა
  • XIV. ჩემპიონატის ბოლო დღე
  • XV. საიდუმლოს სიმძიმე
  • XVI. „მაიმუნების გუნდი“
  • XVII. მტრის ბუნაგში
  • XVIII. უძილო ღამე
  • XIX. ცდუნება
  • XX. სრული სიმართლე
  • XXI. გადამწყვეტი მატჩი
  • XXII. ესპანურის გაკვეთილები
  • სერიის პირველი წიგნი – „ოცნება თამაშგარე მდგომარეობაში“ – გადაფურცლეთ და წაიკითხეთ დასაწყისი