უდიდესი ნორვეგიელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, კნუტ ჰამსუნის (1859-1950) შემოქმედებაში „პანს“ გამორჩეული ადგილი უჭირავს. მასში სრულად და ზუსტად აისახა მწერლის შემოქმედების მთავარი თემები – თემა სიყვარულ-სიძულვილისა და ზეადამიანისა, რომელსაც ხელეწიფება როგორც გმირობის, ასევე დანაშაულის ჩადენა. წიგნის მთავარი გმირები ლეიტენანტი თომას გლანი და ადგილობრივი ვაჭრის, მაქის ქალიშვილი ედვარდა არიან. რომანიც მათი მგზნებარე და დაუნდობელი სიყვარულის და, ზოგადად, ადამიანის გონების ლირიკული აღწერაა. მოქმედება ჩრდილოეთ ნორვეგიაში ვითარდება, ნურლანდის ტყისა და ზღვის ფონზე, რომელთა სილამაზესაც ჰამსუნი მსუყე ფერებით გვიხატავს. მწერლის მიზანი მცირე მოცულობის, ყოველგვარი პოლემიკისგან დაცლილი ლირიკული ნაწარმოების შექმნა იყო. „პანი“ მიიჩნევა ნეორომანტიკის სახარებად, რომლის თითოეული თავი პოეზიის ნიმუშია.
- ლეიტენანტ თომას გლანის საბუთებიდან
- I
- II
- III
- IV
- V
- VI
- VII
- VIII
- IX
- X
- XI
- XII
- XIII
- XIV
- XV
- XVI
- XVII
- XVIII
- XIX
- XX
- XXI
- XXII
- XXIII
- XXIV
- XXV
- XXVI
- XXVII
- XXVIII
- XXIX
- XXX
- XXXI
- XXXII
- XXXIII
- XXXIV
- XXXV
- XXXVI
- XXXVII
- XXXVIII
- გლანის სიკვდილის დამადასტურებელი საბუთი. 1862 წელი