კალათა

დეტალურად

ბოეთიუსი (Anicius Manlius Torquatus Severinus Boethius), რომელსაც ისტორიამ დააკისრა ახალი ეპოქის ანტიკურ მემკვიდრეობასთან ზიარების მისია, ახალგაზრდულ ასაკში გარდაიცვალა. მიუხედავად ამისა, მან ადრევე მიაღწია პოლიტიკურ სარბიელზე წარმატებას. 522 წელს ოსტგოთების მეფე თეოდორიქიოსის ოფიციოზის მაგისტრად (ყველა საკარო და სახელმწიფო სამსახურის უფროსი) დანიშნეს, სულ მალე ღალატში დაადანაშაულეს და საპყრობილეში ჩასვეს, სადაც ღირსეულად შეხვდა აღსასრულს. იგი იყო უგანათლებულესი ადამიანი. მის კალამს ეკუთვნის მათემატიკური, გეომეტრიული, არითმეტიკული, ასტრონომიული და მუსიკალური ხასიათის წიგნები, თხზულებები ლოგიკაში, განმარტებები, თეოლოგიური ტრაქტატები და, რა თქმა უნდა, „ფილოსოფიის ნუგეში“, რომელიც დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს განათლებულ საზოგადოებაში.
  • Consolatio Philosophiae
    • I
    • II
    • III
    • IV
    • V
  • ფილოსოფიის ნუგეში
    • I
    • II
    • III
    • IV
    • V
  • სქოლიო