კალათა

დეტალურად

მთავარი როლები და შემსრულებლები

დავით ჭელიძე

გამომცემლობა ბერიკა

პუბლიცისტიკა

დავით ჭელიძის, როგორც პუბლიცისტის, ჟურნალისტის, მთარგმნელის სახელი კარგად იცის ყველამ, ვინც გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან მოყოლებული ქართული პერიოდიკის მკითხველი და დამფასებელი გახლავთ. დღეს უკვე 65 წლის მოქალაქის და პროფესიონალის გზას ძალიან ადვილად გაიცნობს ის, ვისაც პირველად ამ წიგნიდან მოუხდება მისი გაცნობა, ხოლო ის, ვინც წლების განმავლობაში თვალს ადევნებს და კითხულობს დათოს ნაკალმარს, წინ დიდი სიხარული ელის, რადგან კიდევ ერთხელ გახდება მოწმე და მოზიარეც იმ სიხარულისა, რასაც ღირსეული და დიდებული ქართველების ერთობა ჰქვია. დიახ, ეს წიგნი, როგორც წერილების, პუბლიკაციების, მოგონებების, ინტერვიუების, ჩანაწერების ერთობლიობა, საკმაოდ მონოლითური და ძირმაგარი პიედესტალივით ჩანს, გასული საუკუნის მეორე ნახევარს რომ შეუდგება და ნათელ სიმაღლეზე აიყვანს. უფრო მეტიც, ამ წიგნს თამამად შეიძლება ვუწოდოთ «საუკუნის ისტორია», საინტერესო ადამიანების ცოცხალი ისტორია, რომელიც თავის უშუალობით, სიმართლით, ადამიანური ღირებულებების წარმოჩენით, პროფესიონალთა რთული, წინააღმდეგობებით სავსე, მაგრამ სიმტკიცისა და ნებისყოფის, შეუდრეკელობისა და შრომისმოყვარეობის წყალობით მიღწეულ წარმატებათა ჩვენებით, მაგალითადაც კი შეიძლება გააცნო მომავლის ადამიანებს.
  • ავტორისაგან − თხუთმეტი წლის შემდეგ
  • რედაქტორისაგან − ცოცხალი მაგალითის ძალა (წინასიტყვაობის მაგიერ)
  • დიანა ტყებუჩავა − „შერისხული“ თაობა, ფრთამოტეხილი მერხი და... ჩემი ესთეტი კოლეგა-მეგობარი
  • იოსებ ჭუმბურიძე − რჩეულ მცირეთა შორის...
  • გოჩა კაჭარავა − შემოქმედებითი გზის შეჯამება
  • თამარ მიქაძე − წიგნი სიყვარულისა და მოფერებისა...
  • თენგიზ გაჩეჩილაძე − დავითის დავითიანი
  • გუჯა ბერიშვილი − მკითხველს თავის უშუალობით ხიბლავს
  • ვაჟა სიმონიშვილი − კონკრეტული პიროვნებები გვაცნობენ ეპოქას
  • რუსუდან ბურჯანაძე − ეს წიგნი თითოეული ჩვენგანის სულიერ სამყაროს გაამდიდრებს
  • საქართველოს მომავლისთვის
    • სახლი №63, ბინა 7 (ერთი საღამო მაესტროსთან)
    • ცხოვრების ხიბლი ცხოვრებაშია
    • არაჩვეულებრივი სკოლა იყო...
    • დიდი ნონა
    • გადავარჩინოთ ერთმანეთის სიცოცხლე
    • ზვარაკად შეწირული მინისტრი
    • ეს კაცი მთელი ცხოვრება ფესვებს ეფერება
    • ნახევარი საქართველო ჩემი მეგობარია
    • ლებედევმა ცხენი გააადამიანურა, მე – ქალი!
    • „მფრინავი ვეფხვი“ და „ანსამბლის არწივი“
    • რუსთაველელთა გოლგაუშვები მეკარე
    • ...როცა ცოლ-ქმარს ასე უყვარს ერთმანეთი
    • იმედის, ზეიმის, მეგობრობის კაცი
  • კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა
    • ორი ინტერვიუ ოთხი წლის ინტერვალით − ზღვის ავადმყოფობა მჭირს და ამიტომ ფეხით სიარული მირჩევნია
    • მარწყვიკრეფია ბიჭის ნაამბობი დიდობაში
    • პაპების საფლავებთან იები ამოსულიყო...
    • არაჩვეულებრივი მუზეუმის ბინადარი
    • მრავალმხრივი შემოქმედი
    • „კავალერებიდან“ გალაკტიონამდე
    • სასწაულთან შეხვედრა
    • გიოს თვალები
    • გული (დაგვიანებული შესანდობარი)
  • მეოთხე ხელისუფლება
    • პიროვნება
    • ჩვენი ჯიმი ენუქიძე...
    • თემო
    • გუჯას საქმენი საგმირონი
    • „სამი მუზის“ მსახური
    • ჩვენი გულიანი მეგობარი დიმა მჭედლიძე
  • ესტრადა
    • რა ეშველება ქართულ ესტრადას
    • თურმე მუსიკოსსაც განათლება სჭირდება
    • ისეა საქმე, ლამის დაგვავიწყონ ქართული ლაპარაკი და სიმღერა
    • იქნებ დისკოთეკებზე მოიკლან წყურვილი
    • სტუდიებში ისეთი პირობებია, რომ სრულიად უნიჭო ადამიანი შეიძლება ვარსკვლავად წარმოჩნდეს
    • ბებიას შენს დარდზე ინგლისურად უმღერებ?
    • ფიროსმანის „მეეზოვეს“ ცოცხთან „მერსედესი“ რომ მივუხატოთ...
    • ნუ ჩაასხამთ ჩაის სამოვარში... მოცარტის თურქული მარშის შემდეგ
    • დადგა თუ არა დრო, დაიწეროს „ქებაი და დიდებაი ქართულისა მღერისაი“?
  • გონიერსა მწვრთნელი უყვარს...
    • დიდი გუნდის მშენებელი
    • ოქრომჭედელი
    • ძია მიშა და „ბურევესტნიკი“
    • სიყვარული პირველი და უკანასკნელი
    • შტრიხები ბიძინა მაზიაშვილის ახალგაზრდული პორტრეტისთვის
    • მისი ღვაწლი აუწონავია, მისი დავიწყება არავის ეგების!
    • ბიძინა პაპას ძმობის მარანი
    • პაპა ბიძინას ახირებანი
    • ხაშლამა პარიზში
    • როგორ მიაღწია ინვალიდმა კაცმა ოლიმპს
    • 65 წლის გადასახედიდან
    • ღირსეული იუბილარის მონოლოგი
  • მისი უდიდებულესობა სპორტი
    • დავით ციმაკურიძე და რიცხვი პირველი
    • ერთი საღამო ოლიმპიურ ჩემპიონთან
    • ნიანგების ხახას გადარჩენილი „სტალინის კერპი“
    • ფენომენალური კალათბურთელი
    • მოვიგონოთ ისეთი, როგორიც გვახსოვს და არ დაგვავიწყდება (მიხეილ ქორქია 60 წლის გახდებოდა...)
    • კარიერის დამთავრებამდე შორია
    • შოთა ჩოჩიშვილი პირველი იყო!
    • ბერმუხა
    • კაცურად განვლილი 70 წელი
    • ლეგენდა 75 წლისაა!
    • ვარსკვლავი თბილისს ეწვია (ირინა გაბაშვილის უკანასკნელი ინტერვიუ)
    • ვინ იცის, ფიდე-ს რომ გაეგო...
    • ვერცხლი – მისი გზამკვლევი
    • მერცხალს გუმანი არასდროს ღალატობს (როგორ მოგვნატრებია მიხეილ მესხი!...)
    • ვარსკვლავი დავით ყიფიანისა
    • კაპიტანი
    • ვალერი ალთაბაევის აღსარება
    • ლამაზი ვაჟკაცის იუბილე... და მეგობრის გედის სიმღერა...
    • პირველი ქართველი დიდოსტატი
    • „ვობლა“ – ქართული რაგბის ლეგენდა!
    • მოედანზე ფეხმოტეხილსაც უთამაშია!..
    • სამი ლეგენდა, სამი ვარსკვლავი!!!
    • უნიკალური ფოტო
  • გამორჩეული მოვლენები
    • გმირობა 50 წლისა გამხდარა!
    • დაუვიწყარი სამი წამი
  • პირველი დღიდან დღემდე − ჟურნალისტური ცხოვრების ფოტოისტორია