კალათა

დეტალურად

„გამომცემლობა პალიტრა L“ ჟურნალ „ისტორიანთან“ ერთად გთავაზობთ ყველაზე ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს. ვინც ისტორია შექმნა და შეცვალა. ბუნებრივია, ისტორიულ ფაქტს, დოკუმენტურ მასალას ამ ნაშრომებში უდიდესი ადგილი უკავია, მაგრამ სულ სხვაა ამბავი, რომელიც ემოციის, პირობითობის, ურთიერთობების, ადამიანური სისუსტეების, წინააღმდეგობებისა და, უბრალოდ, ცხოვრების ფონზე ვითარდება. ამბობენ, რომ დიდი ადამიანები ქმნიან ეპოქას, თუმცა, პირიქითაც ხდება – ეპოქა, გარემო, კონკრეტული სოციალ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური ვითარება ქმნის პროვოკაციულ ფონს, რაც გამჭრიახი, გაბედული და ამბიციური ადამიანებისთვის გამოწვევად იქცევა. ამ მოვლენებს უმეტესწილად საკუთარი ავტორები ჰყავთ – პერსონები, ვინც ხელსაყრელ მომენტს ჩაეჭიდნენ და... რომელთაც შეცვალეს სამყარო! ეს არ არის მშრალი ისტორიულ-დოკუმენტური მასალა, ეს რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული მხატვრულად მოთხრობილი ამბებია, რომელიც ერთი ამოსუნთქვით კი იკითხება, მაგრამ დიდ საფიქრალს ტოვებს. ვინ არიან ისინი? გენიოსი, მეამბოხე, მაძიებელი, მეცნიერი, დიქტატორი, იმპერატორი ან თუნდაც ავანტიურისტი!.. ადამიანები, შეპყრობილნი დიდი იდეით, ან პირადი მოსაზრებით. ან თუნდაც ის, ვინც უბრალოდ გენიოსი იყო. დიდი ადამიანების ვნებები და სურვილები, სისუსტეები და მისწრაფებები, დიდ საქმეს შეჭიდებულთა პირადი ცხოვრება და იქვე მათი ადგილი და როლი კონკრეტულ ეპოქასა და დროში. ჩვენ დიდი ადამიანების შესახებ მოგითხრობთ.
  • პროლოგის პროლოგი
  • პროლოგი
  • თავი I. მე დავიბადე...
  • თავი II. განსაკუთრებული...
  • თავი III. ვიოლინო, ღმერთი და ევკლიდეს გეომეტრია
  • თავი IV. სამშობლოდან გაქცევა და პირველი გატაცება...
  • თავი V. შვეიცარიის მდგმური
  • თავი VI. წარმატების ფორმულა: A=X+Y+Z
  • თავი VII. მილევა
  • თავი VIII. სიყვარულის ფარდობითობა
  • თავი IX. უკანონო შვილი და აკადემია „ოლიმპია“
  • თავი X. არაკლასიკური მეცნიერების პიონერი
  • თავი XI. 1905 წელი
  • თავი XII. მაპატიე, ნიუტონ!
  • თავი XIII. ახალი გრავიტაცია
  • თავი XIV. დიდებისაკენ...
  • თავი XV. გაბერლინელება
  • თავი XVI. დიდი ომი – შინ და გარეთ...
  • თავი XVII. მიზიდულობა-განზიდულობის ძალები...
  • თავი XVIII. კერპი და თაყვანისმცემლები
  • თავი XIX. მეოცე საუკუნის სოდომი
  • თავი XX. ოკეანის გაღმა დარჩენილი ტვირთი
  • თავი XXI. სიყვარულის ფარდობითობა
  • თავი XXII. ატომური რბოლა
  • თავი XXIII. ENORMOUS
  • თავი XXIV. ომზე საშიში მშვიდობა
  • თავი XXV. ერთიანი ველის სევდა
  • თავი XXVI. თუ დაგივიწყო, იერუსალიმ...
  • თავი XXVII. მარტოობის 76 წელი
  • ეპილოგი
  • ეპილოგის ეპილოგი