გიორგი წერეთელი, როგორც კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენელი, ნატურალისტურად აღწერს თავის ეპოქის სოციალურ ვითარებას, იმდროინდელ ადამიანთა ცოცხალ სახეებსა და ხასიათებს, კულტურულ ჩამორჩენილობასა და უბრალო ხალხის სიღატაკეს; თავად-აზნაურთა უზნეობასა და სისასტიკეს. ეს მოთხრობებია: „გულქანი“, რომელიც შექმნა 1868 – 1897 წლებში; „რუხი მგელი“ (1892); „მამიდა ასმათი“ (1888); „ჩვენი ცხოვრების ყვავილი“, „კიკოლიკი, ჩიკოლიკი და კუდაბზიკა“.