კალათა

დეტალურად

დედა, მამა, დიდედა და რვა ბავშვი გადაწყვეტენ, ველოსიპედებით დანიაში გაემგზავრონ. მართალია, მორტენი და მინა ჯერ პატარები არიან და პედლებს ვერ სწვდებიან, დიდედამ კი ველოსიპედის მართვა არ იცის, მაგრამ მამა ისეთ რამეს მოიფიქრებს, ყველა ერთად შეძლებს წასვლას. ჩვენს მხიარულ ტურისტებს წინ საინტერესო მოგზაურობა ელით: ქალაქ ოდენსეს ზოოპარკში ლომების ღრიალი და სპილოების ბუკ-ნაღარა შეაშინებთ, შემდეგ ჰანს ქრისტიან ანდერსენის სახლ-მუზეუმს ეწვევიან, კოპენჰაგენში კი გასართობ პარკს „ტივოლის“ ესტუმრებიან. წაიკითხე ორიგინალური ილუსტრაციებით გაფორმებული ეს წიგნი და იმოგზაურე დანიაში ნაცნობ მხიარულ ოჯახთან ერთად.
  • უცხო ქვეყანაში
  • კოღოტროლი
  • დანიური გემით დანიაში
  • „პატარა“ ქვიშიანი სანაპირო
  • ზღვა, წვიმა და ავეჯის გადამზიდი მანქანა
  • როზა
  • სპილოების დაპურება
  • ჰანს ქრისტიან ანდერსენი და მარტა
  • მარენი შეიცვალა
  • კოპენჰაგენი და ნორვეგიაში მიმავალი გემი