თანამედროვე სირიელი მწერალი ქალის სალვა ან-ნუაიმის რომანი „თაფლის სამხილი” გამოცემისთანავე ბესტსელერად იქცა, თუმცა ზოგ არაბულ ქვეყანაში ნაწარმოების შეტანა და გავრცელება სასტიკად აიკრძალა. აღმსარებლობითი პროზის ამ ბრწყინვალე ნიმუშში მწერალი ცდილობს თავისი პირადი გამოცდილებისა და ტრადიციული არაბული სექსუალურ ტრაქტატების გაანალიზების საფუძველზე მოგვცეს. ერთი მხრივ სექსუალურობის არაბული გაგებისა და მეორე მხრივ, თანამედროვე სამყაროში ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის მოდელების მკაფიო სურათი. წიგნი მსოფლიოს მრავალ ენაზეა თარგმნილი და დღეიდან მისი გაცნობა ქართველ მკითხველსაც არაბული ლიტერატურის აღიარებული მთარგმნელის, გიორგი ლობჟანიძის ნამუშევრით შეეძლება.
- „თაფლში ურევს მწარე ნაღველს“... (მთარგმნელისაგან)
- 1. დროებითი ქმრებისა და ძველი სატყნაურო წიგნების კარი
- 2. მოაზროვნისა და პირადი ისტორიის კარი
- 3. სექსისა და არაბული ქალაქის კარი
- 4. წყლის კარი
- 5. ამბების კარი
- 6. მასაჟისტი ქალისა და მისი მრუში ქმრის კარი
- 7. სხეულის თავდავიწყებათა კარი
- 8. არაბულ საზოგადოებებში წინდახედულების ჟამის კარი
- 9. ენობრივ ძიებათა კარი
- 10. აღზრდა-განათლების კარი
- 11. ეშმაკობათა კარი
- სქოლიო