ხანში შესული, ჭირვეული ამერიკელი ქალბატონის ახალგაზრდა კომპანიონი იმპოზანტურ ინგლისელ არისტოკრატს, მაქსიმილიან დე უინტერს გაიცნობს, რომელსაც იდუმალი ნაღველი სტანჯავს, ცოლად მიჰყვება და მასთან ერთად საგვარეულო მამულში, მენდერლიში გადადის საცხოვრებლად. უზარმაზარ, პირქუშ სახლში მხოლოდ ადამიანები კი არა, კედლებიც თითქოს ძველ დიასახლისს მისტირიან, მშვენიერ და დახვეწილ ქალბატონს, რებეკა დე უინტერს. მაქსიმილიანის უცნაური ქცევა და მოახლის მტრული დამოკიდებულება ახალ დიასახლისს, მეორე მისის დე უინტერს, შიშს ჰგვრის, რადგან ხვდება, რომ ეს ადამიანები გამოუცნობ ვითარებაში დაღუპული რებეკა დე უინტერის სიკვდილის საიდუმლოს მალავენ... – „რებეკა“ დაფნა დიუ მორიეს მიერ შექმნილი კლასიკური ლიტერატურის შედევრია, რომელმაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოახერხა მკითხველის გულის მოგება და ამავდროულად თავისი ავტორის სახელის უკვდავყოფა. წიგნის თაყვანისმცემლებს შორის ალფრედ ჰიჩკოკიც აღმოჩნდა, რომელმაც 1940 წელს მისი კინოადაპტაცია შექმნა. უკვე 79 წელია რაც „რებეკა“ აგრძელებს ლიტერატურულ ცხოვრებას, რადგანაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მისი გამოცემა არასოდეს შეწყვეტილა.
- თავი პირველი
- თავი მეორე
- თავი მესამე
- თავი მეოთხე
- თავი მეხუთე
- თავი მეექვსე
- თავი მეშვიდე
- თავი მერვე
- თავი მეცხრე
- თავი მეათე
- თავი მეთერთმეტე
- თავი მეთორმეტე
- თავი მეცამეტე
- თავი მეთოთხმეტე
- თავი მეთხუთმეტე
- თავი მეთქევსმეტე
- თავი მეჩვიდმეტე
- თავი მეთვრამეტე
- თავი მეცხრამეტე
- თავი მეოცე
- თავი ოცდამეერთე
- თავი ოცდამეორე
- თავი ოცდამესამე
- თავი ოცდამეოთხე
- თავი ოცდამეხუთე
- თავი ოცდამეექვსე
- თავი ოცდამეშვიდე
- სქოლიო