პადინგტონი ნამდვილად უჩვეულო დათვია. ამ წიგნში ის ბრაუნების სახლის გალამაზებას განიზრახავს, პატარა საგამოძიებო საქმესაც წამოიწყებს და ფოტოგრაფიითაც დაინტერესდება. თუმცა არც ერთი ეს წამოწყება არ ჩაივლის არეულ-დარეულობის გარეშე. პადინგტონის თავგადასავლები, უკვე ორმოცდაათ წელზე მეტია, მთელი მსოფლიოს ბავშვებს უხალისებენ ცხოვრებას. ამ სასაცილო და კეთილი ამბების წაკითხვა ახლა უკვე ქართულ ენაზეც შესაძლებელია.
- თავი პირველი − ოჯახური შეკრება
- თავი მეორე − პადინგტონი ოთახს არემონტებს
- თავი მესამე − პადინგტონი დეტექტივი ხდება
- თავი მეოთხე − გაი ფოქსის დღე
- თავი მეხუთე − განგაში № 32 სახლში
- თავი მეექვსე − პადინგტონი საშობაო საყიდლებზე
- თავი მეშვიდე − შობა