კალათა

დეტალურად

ერთ ჩვეულებრივ, მდიდარ და ბედნიერ ოჯახში მზრუნველი მშობლები თითქოს სიყვარულით ზრდიან ორ შვილს. გოგო სიყვარულითვე პასუხობს დედ-მამის გრძნობას, აი, კევინი კი სრულიად განსხვავებულია დისგან, გულგრილია ყველასა და ყველაფრის მიმართ, და საბოლოოდ სასტიკ და დაუნდობელ დამნაშავედ იქცევა... როდის და რატომ გაჩნდა ეს საოცარი სიძულვილი, რა გამოეპარათ მშობლებს, სად უნდა ვეძებოთ ამ გაუგონარი სისასტიკის მიზეზი?.. ეს წიგნი სუნთქვას შეგიკრავთ, აგაფორიაქებთ, დიდი ხნით დაგიკარგავთ მოსვენებას, გაიძულებთ, დაფიქრდეთ იმაზე, თუ როგორები უნდა იყვნენ მშობლები. ავტორი წერს, მინდოდა, ამ წიგნში შემექმნა არა ისეთი პერსონაჟი, რომელიც ყველას მოსწონს, არამედ ისეთი, რომლის შეყვარებაც ძალიან ძნელიაო. წიგნის წაკითხვისას დარწმუნდებით, რომ მან მიზანს მიაღწია. წიგნის ავტორია ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი ლაიონელ შრაივერი (მარგარეტ ენ შრაივერი). მისი რომანი „კევინზე უნდა დაგელაპარაკო...“ 2003 წელს გამოიცა და მალევე იქცა გახმაურებულ წიგნად, 2005 წელს კი Orange Prize-ითაც დაჯილდოვდა. 2011 წელს გამოვიდა რომანის კინოადაპტაციაც.
  • 8 ნოემბერი, 2000 წ.
  • 15 ნოემბერი, 2000 წ.
  • 28 ნოემბერი, 2000 წ.
  • 2 დეკემბერი, 2000 წ.
  • 8 დეკემბერი, 2000 წ.
  • 9 დეკემბერი, 2000 წ.
  • 12 დეკემბერი, 2000 წ.
  • 13 დეკემბერი, 2000 წ.
  • 18 დეკემბერი, 2000 წ.
  • 21 დეკემბერი, 2000 წ.
  • 25 დეკემბერი, 2000 წ.
  • 27 დეკემბერი, 2000 წ.
  • 1 იანვარი, 2001 წ.
  • 6 იანვარი, 2001 წ.
  • 13 იანვარი, 2001 წ.
  • 17 იანვარი, 2001 წ.
  • 19 იანვარი, 2001 წ.
  • 1 თებერვალი, 2001 წ.
  • 18 თებერვალი, 2001 წ.
  • 24 თებერვალი, 2001 წ.
  • 2 მარტი, 2001 წ.
  • 3 მარტი, 2001 წ.
  • 8 მარტი, 2001 წ.
  • 11 მარტი, 2001 წ.
  • 16 მარტი, 2001 წ.
  • 25 მარტი, 2001 წ.
  • 5 აპრილი, 2001 წ.
  • 8 აპრილი, 2001 წ.
  • სქოლიო