ვიკტორ პელევინი – პოპულარული რუსი მწერალი. მისი ნაწარმოებების წყაროა ქვეცნობიერი, ღრმა ფილოსოფიური აზროვნება და სამყაროს სიმბოლურ სურათებად აღქმა. კრიტიკოსებმა მის შემოქმედებას უწოდეს ახალი რეალიზმი ლიტერატურაში. იგი ოცამდე რომანისა და ათამდე პროზაული კრებულის ავტორია. მიღებული აქვს მრავალი ლიტერატურული ჯილდო და პრემია, მათ შორის „მცირე ბუკერი“, „რიხარდ შენფელდის სახელობის გერმანული ლიტერატურული პრემია“, „ნაციონალური ბესტსელერი“ და სხვ. „სამი ცუკერბრინის სიყვარული“ მწერლის მეთორმეტე რომანია, რომლის პირველივე ტირაჟი – 70 ათას ეგზემპლარზე მეტი – გამოსვლიდან რამდენიმე დღეში გაიყიდა. „სამი ცუკერბრინის სიყვარული“ ჩვენი ეპოქის ელეგიაა, გაჟღენთილი საბედისწერო ვნებებითა და პარადოქსული დასკვნებით. Facebook, Google, უკრაინა, მომხმარებლის კულტი, ტოლერანტობა, ტერორიზმი – იმ ტრენდებს შორისაა, რასაც წიგნი ეხება. მთავარი გმირების ფილოსოფიური წიაღსვლები კი ცნობილი ვიდეოთამაშის, Angry Birds-ის ფონზე მიმდინარეობს. წიგნში ხელის გულზე დევს ადამიანის ცხოვრება. მაღალი ტექნოლოგიების სამყაროში მკითხველი იოლად ამოიცნობს საკუთარ თავს, მსოფლიოს მმართველი ტექნიკური გონისადმი თავისი მორჩილების ხარისხსაც განსაზღვრავს და, შესაძლებელია, იმ კითხვასაც მოუძებნოს პასუხი, საუკუნეების წინ რომ დაისვა: „ვინ არის ადამიანი?“
- თანამედროვე რუსული ბესტსელერი
- განმარტებანი და თავის მართლებანი
- ნაწილი 1. კიკლოპი
- გოლემ ილელეემი
- სარკე
- წინასწარმეტყველი
- დარტყმა ქოლგით
- სიტყვა
- ამალა
- ფრინველები
- ნაწილი 2. კეთილი ადამიანები
- ნაწილი 3. კიკლოპი
- გმირის გამოჩენა
- დიადი HAMSTER-ი
- ბედის მატარებელი
- მულტიმატარებელი
- სიცილის ოთახი
- კეშას მიმართულებით
- ნაწილი 4. Fuck the system
- კლასტერი 23444-2ჟ
- ფეისტოპი
- მერილინი
- Lovebook bedroom
- ცოდვა
- ანონიმუსი
- მეტათარიღი
- ფაზა LUCID-ი
- მეტათარიღი 2
- სამუშაო
- ოჯახის დღე
- მერილინი
- Needles and pins
- გეგმა
- გამოღვიძება
- აღმასრულებელი ოპერატორი
- ნაწილი 5. კიკლოპი
- კიკლოპის სიტყვა (მცირე აღსარება 00:00:00 GMT)
- მაიმუნების კუნძული
- ზემოთ მხტუნავები
- იმედი
- მშვიდობით, «კონტრა»
- ნაწილი 6. Dum spero spiro
- ეპილოგი
- სქოლიო