როცა ცნობილი ტოპმოდელი, ლულა ლენდრი, თავისი პენტჰაუზის დათოვლილი აივნიდან გადმოვარდა და სასიკვდილოდ დაშავდა, ეს თვითმკვლელობად ჩათვალეს, მაგრამ მის ძმას სამართალდამცავთა დასკვნისა არ სჯერა და საქმის გამოსაძიებლად კერძო დეტექტივს, კორმორან სთრაიქს მიმართავს. კორმორან სთრაიქს ომმა მძიმე დაღი დააჩნია, დაასახიჩრა. შინ დაბრუნებულმა ცხოვრებაც ვერ ააწყო და ახლა ვალების გასტუმრების იმედი აქვს ლულა ლენდრის საქმის გამოძიებით. მაგრამ, როდესაც ვარსკვლავის ცხოვრების ჩახლართულ ისტორიას ჩაუღრმავდება, ყველაფერი თავდაყირა დგება – ახლა თავად სთრაიქს ემუქრება სასიკვდილო საფრთხე... „გუგულის ძახილი“ რობერტ გელბრეითის პირველი კრიმინალური რომანია, რომელიც 2013 წელს გამოქვეყნდა. რობერტ გელბრეითის რომანები კორმორან სთრაიქის შესახებ კლასიკური კრიმინალური დეტექტივების სერიაა, რომელიც საინტერესო, დახვეწილი სიუჟეტითა და გმირებით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ აღიარეს გელბრეითი დეტექტივების ოსტატად. რომანმა „გუგულის ძახილი“ დიდი აღიარება მოიპოვა და ბესტსელერების სიაში პირველი ადგილი დაიკავა. რობერტ გელბრეითი ჯოან როულინგის ფსევდონიმია.
- შესავალი
- ნაწილი I
- ნაწილი II
- ნაწილი III
- ნაწილი IV
- 1
- 2
- 3
- 4
- 5
- 6
- 7
- 8
- 9
- 10
- 11
- 12
- 13
- 14
- ნაწილი V
- ეპილოგი
- სქოლიო