კალათა

დეტალურად

„მტაცებლები ურბანულ გარემოში“ დათო ქარდავას მორიგი წიგნია. ის, რაც თავიდან ბოლომდე განსჭვალავს ამ წიგნს – ესეებისა და სტატიების კრებულს – არის ტკივილი, გულწრფელობა და სითამამე: ტკივილი, რომელსაც იწვევენ უაზროდ განადგურებული, თუ აქა-იქ კენტად დარჩენილი, ძველი შენობა-ნაგებობები, ახალი, ყოვლად შეუსაბამო მშენებლობები, თბილისის წარსულისა და ლანდშაფტისადმი უდიერი დამოკიდებულება, მწვანე საფარის განადგურება... ამ წიგნში მკითხველი ძალიან ბევრ საინტერესო ფაქტს აღმოაჩენს და არა მხოლოდ უშუალოდ თბილისთან დაკავშირებულს.
  • ტკივილი და გულწრფელობა
  • გამქრალი ქალაქი
    • ქალაქი-პალიმფსესტი
    • ძველი ველოტრეკი – კიდევ ერთი წაშლილი ისტორია
    • გალაკტიონის ბოლო ნაკვალევი
    • გენერალის მზარეულისა და დიდი მწერლის სახლი
    • შენობა, რომელიც მთელ ტფილისს იტევს
  • მტაცებლები ქალაქში
    • პიტალო ვანდალიზმი
    • პანორამკიანი ინვესტორი
    • მტაცებლები ურბანულ გარემოში
    • თურქული გაკვეთილი
    • ხაფანგი ქალაქში
  • ქალაქი და წიგნი
    • მოდი, ვნახოთ თბილისი...
    • წიგნების დაბრუნება
    • სტალინი და ქართველი ქალი
    • ორნი გულაგში
    • ხილი, რომელიც არ ლპება
  • სიცოცხლე ქალაქში
    • ხეები და ადამიანები
    • თბილისის მომავალი: არც აივანი, არც ხეივანი?!
    • რას გადაურჩა თბილისი
    • ყორანს ცრემლით უმძიმს უპე...
    • როცა ფეხბურთი იყო ქუჩაში
    • „აბესალომ და ეთერი“ – ოღონდ ბიბლიოთეკაში
    • თბილისის ბოლო დაცემა