კალათა

დეტალურად

ჭეშმარიტი მოქალაქეობა ისეთივე „საღმრთო“ საქმეა, როგორც ყველა დანარჩენი, რაც ღმერთმა ადამიანს ამ სამყაროს საპატრონებლად და გასამშვენებლად დაუნერგა. მწერალი თავისი ცხოვრების წესით ყველაზე მეტად იზიარებს მოქალაქეობის პრინციპებს (ყოველ შემთხვევაში, სასურველია იზიარებდეს), რადგან მისი სიტყვაც გადამდებია, საქმეც და საქციელიც. ცირა ყურაშვილის ჩანაწერების, წერილებისა და ინტერვიუების კრებული მოქალაქეობის ამგვარ პრინციპებს შეახსენებს მკითხველს. ისინი საკუთარი ცხოვრების მრწამსითაა ნასაზრდოები და შემოქმედის მხურვალე სურვილიც თვალსაჩინოა – ადამიანებმა გაიხსენონ თავიანთი მთავარი მოვალეობა, იყვნენ უფრო მეტად მოქალაქენი, უფრო მეტად ადამიანები – ღვთის, სამშობლოს და მოყვასის წინაშე. კრებულში ჩვენი ქვეყნის უახლესი წარსულის მძაფრი ეპიზოდების რეტროსპექტივაა გაშლილი – განსჯის, ფიქრისა და დიალოგის ფონზე. მათში ყველა საკუთარ ტკივილს იპოვის; იმ კითხვებსაც წააწყდება, რასაც ხშირად უსვამს საკუთარ თავსაც და საზოგადოებასაც; პასუხებსაც მიაგნებს, როცა წიგნს ღრმად და პირუთვნელად ჩააკვირდება...
  • სანამ დუმილის ანგელოზი ჩამოივლის
  • სულით აზნაური ანუ მცირე ჩანაწერი შეყვარებულთათვის
  • ცისკენ აიხედე, ადამიანო!
  • „ბორიაყის“ სამყარო
  • „ყიფლიბანდის“ გასაღები
  • შხამიანი ფქვილი
  • „ექიმ ჰოლდშმიტს შეუძლია – დარჩეს“
  • გადია, ვარდები, კრაზანები, ყველი და მსხალი
  • მხოლოდ ემოციები
  • როსტომ ჩხეიძეს წიგნისთვის – „ბურჯი ეროვნებისა“
  • მარსიანი-60
  • ღუმელში „გამოხოხნილი“ ორცხობილები
  • ვირთხებთან ჰეროიკულად მებრძოლი
  • მევენახე = მოქალაქე
  • ახლით მოხილვა დილის ქვეყნისა
  • ჩვენი ქვეყნის აღთქმული მხარე
  • „ეს მიწა ღვთისაა“
  • ჩემი ორი მამა ანდრია
  • ნახე, რა ლამაზი საქართველო გვეყოლება ჩვენ!
  • ვინ გაიტანს თეფშებს?
  • ორი ხასიათი
  • ზამთარია, სიცივეა...
  • თემიდა – გამოიხედე!
  • დილის სიურპრიზი
  • მე – პერსონაჟი
  • მიწა
  • თეთრი საყუდარი
  • „მოწოდებული ბევრია...“
  • ბორის გაპონოვი
  • რას ვფიქრობთ მაიაკოვსკიზე
  • მიწა რომ ეჭამა, არ უნდა ეღალატა
  • „თორნიკე ერისთავის“ პერსონაჟთა სახეების დასაზუსტებლად
  • თორნიკე ერისთავის მხატვრული სახე
  • არ გადამხვევი ვაჟკაცის წესის
  • ინტერვიუ ლიტფორუმისთვის „ებლიტფო“
  • ლიტერატურულ კონკურსის „ლიხს იქით და ლიხს აქეთ“ ჟიურის წევრის კითხვარი
  • ნუ გაყიდით მიწას!