კალათა

დეტალურად

მთავარი წიგნი ომზე, რომელიც არ უნდა ყოფილიყო, და გმირებზე, რომლებსაც უნდოდათ სიცოცხლე, მაგრამ იღუპებოდნენ. „აეროპორტი“ – ეს არ არის ქრონიკა, გამოძიება, მატიანე. ეს არის რომანი, დაფუძნებული რეალურ ფაქტებზე. წიგნში უამრავი პერსონაჟია, ბევრი დრამატული, ერთმანეთთან გადაჯაჭვული სიუჟეტური ხაზი. წიგნი არა მხოლოდ და არა იმდენად ომზეა. იგი სიყვარულზეცაა, ვერაგობაზე, ვნებაზე, ღალატზე, სიძულვილზე, რისხვაზე, სინაზეზე, ტკივილსა და სიკვდილზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენს დღევანდელ და გუშინდელ ცხოვრებაზე… „ეს ეჭვგარეშე საუკეთესო წიგნია ომზე, რომელიც შემხვედრია. ავტორმა მოახერხა ასი პროცენტით გადმოეცა „კეთილ ძმა-მეზობელთან“ ომის რეალიები. აქ მწერლის ნიჭი არაა საკმარისი. ასე რომ ასახო ომი, ძალიან კარგად უნდა ერკვეოდე მასში. საჭირო იყო იქ გეცხოვრათ ჩვენთან ერთად ამდენი დღის განმავლობაში. ვკითხულობ და ტანში ჟრუანტელი მივლის, გული მიძგერს და მეყინება. თითქოს ისევ იქ ვარ, აეროპორტში. ომის სუნსაც კი ვგრძნობ“ (სერგეი ტანასოვი, დონეცკის აეროპორტისათვის ბრძოლების მონაწილე)... „როდესაც ოცი-ოცდაათი წლის შემდეგ თქვენი შვილიშვილები საკმარისად გაიზრდებიან, რომ წაიკითხონ ეს წიგნი, იმედი მაქვს, რომ აქ აღწერილ ამბებს აღიქვამენ როგორც ფენტეზის, Cyborgs vs. Orcs, ან რაღაც ამდაგვარს, არა იმიტომ, რომ „ეს არ შეიძლება არასდროს მოხდეს“, არამედ იმიტომ, რომ ეს არასდროს არ უნდა მოხდეს (სერგეი ლოიკო).
  • მადლობა
  • ავტორისგან
  • თავი I. იურკა-ორთქლმავალი
  • თავი II. ნიკა
  • თავი III. ანდრეი-მოკრივე
  • თავი IV. ალექსეი-ფოტოგრაფი
  • თავი V. სნაიპერი სერგეი
  • თავი VI. დათვი – ბატალიონის მეთაური
  • თავი VII. პატარა დიდი კაცი
  • თავი VIII. მიშკა-პროფესორი
  • თავი IX. «ДНІПРО»
  • თავი X. ანტონ-სკერცო
  • თავი XI. კუნძული ყირიმი
  • თავი XII. დრაკონი
  • თავი XIII. დამხვრეტი
  • თავი XIV. ალექსანდრ სერგეევიჩი – მძღოლი
  • თავი XV. ქსიუშა
  • თავი XVI. ნატალია სერგეევნა
  • თავი XVII. პანასი და სვეტიკი
  • თავი XVIII. სტეპან-ბანდერი
  • ეპილოგი
  • სქოლიო