კალათა

დეტალურად

„სისხლსავსე, მოხდენილი წინადადებები ფურცელზე გადატანამდე სამგანზომილებიან სივრცეში უნდა ააგო!“ – ნათქვამს ჰაერში ხელით მონიშნავს ქარის ნათლული. გიმნაზიის მასწავლებელი კი მწერლობაზე მეოცნებე მოწაფეს წიგნის ამოცნობას ასწავლის: „კარგ წიგნს ნიყვის ფირფიტებივით მოყვითალო ფურცლები აქვს, ცუდს შხამასავით თეთრი ან უკითხავობით განაცრისფრებული.“ კრებულში შესულ ათივე მოთხრობას თავისი ფერი, გემო, სურნელი და მელოდია აქვს. სამყაროს სინესთეტიკური შეგრძნება, სიცოცხლის გაუნელებელი სიყვარული და თამაშის დაუცხრომელი ჟინი რუსუდან რუხაძის პერსონაჟებს ერთმანეთთან აახლოებს. იმედია, თქვენც იპოვით მათთან საერთოს, არაერთხელ მიუბრუნდებით, სხვებსაც გააცნობთ და ეს კრებულიც მრავალჯერ წაკითხულ, ყვითელფურცლება წიგნებს შორის აღმოჩნდება... „ერთი თქვენგანი გამცემს“ რუსუდან რუხაძის მეორე პროზაული კრებულია. პირველი წიგნი – „ჩაისთან მოსაყოლი ამბები“ – ლიტერატურული პრემია „საბას“ 2014 წლის ნომინანტია საუკეთესო დებიუტისთვის. ლიტერატურული კონკურსის – „წერო“ – პრიზიორი მოთხრობა „ადა და ევა“ ნათარგმნია თურქულ და აზერბაიჯანულ ენებზე.
  • მოძრავი დღესასწაული
  • გოლაანთი
  • მამაჩემი დედაჩემის მერე
  • ნაგასაკი
  • ყვითელი წვიმის კავატინა
  • ოქროს სარაია
  • ტიარა
  • ქვის კაცები
  • #რძისფერიჰოია
  • ერთი თქვენგანი გამცემს