კალათა

დეტალურად

„არიან ადამიანები, სულ რომ ანათებენ. უკუნ სიბნელეშიც. ჟამიანობის დროსაც.“ სწორედ ასეთ ადამიანებსა და განვლილ დღეებზე წერს გაგა ნახუცრიშვილი ბარნოვის 122-ში. მონატრებულ მეგობრებსა და წარსულზე წერა კი სენტიმენტების გარეშე არ გამოდის, მაგრამ როგორც ავტორი ამბობს, „ასეთი სენტიმენტების არ მეშინია. ასეთ სენტიმენტებს არ ვერიდები“. ოცდაათამდე ნოველა, რომლებსაც კრებული აერთიანებს, იმ დროზეა, რომელიც იყო და აღარ არის, დროზე, რომელმაც თავისთან დაიტოვა ადამიანები, მაგრამ „წასვლაც ხომ პირობითია და დარჩენაც“. ეს არის ხორკლიანი, მაგრამ გულიდან წამოსული, გულწრფელი თხრობა განცდილისა, რომელსაც ავტორი იხსენებს იმისთვის, რომ ახსოვდეს.
  • მილიონერები
  • ნავთის ლამპა
  • ალიაქოთი
  • HAIR
  • ზამთრის სიზმარი
  • ცხენი
  • ნოემბერია
  • ვახო და თევზი
  • წითელი ბურთი
  • ზამთრის ზღვა
  • რომ მახსოვდეს
  • ფეხმძიმე ცოლი
  • ჟულიენი და ნაგელი
  • რომანი
  • კაფე-მოჩვენება
  • დაგვიანებული წერილი ყიფოს
  • ცამეტი მაისი
  • უცნაური სიზმარი
  • თეთრი პუდელი
  • ლურჯა
  • მთვარე და მე
  • მე არასოდეს მომქონდა ვარდი
  • კოხტა
  • იქ, სადღაც, შორს
  • პაკო
  • პეტრო
  • ორი ზღაპარი
  • ჭადრაკის დაფა
  • სად გაექცევი ზამთრის ღამეს
  • ბავშვობის მატარებელი