კალათა

დეტალურად

გურული დღიურები და ერთი მეგრული ამბავი

გიორგი კეკელიძე

გამომცემლობა სიესტა

მცირე პროზა

„გურიაში ღმერთი თავისებურად სწამთ: პირჯვარს ისე სწრაფად იწერენ, მამაზეციერი ვერაფრით შეამჩნევს.
 გურულების საუბრიდან ორ სიტყვას თუ მოჰკრავ (წაჰკრავ, გამოჰკრავ) ყურს, კმაყოფილი უნდა დარჩე.
 სოფელ ლიხაურში, ძველ კლუბში, საქართველოში ერთ-ერთი პირველი დისკოთეკა გამართეს.
 ბევრ გურულს საწერ მაგიდაზე ამერიკის დროშა აქვს გადაფენილი.
 სოფელ ნატანებში, რკინიგზის სადგურის მოედანზე, სტალინის შთამბეჭდავი ძეგლი იდგა რუსეთ-საქართველოს ომამდე.
 გურულებს ჭყინტი ყველის ჭამა უყვართ.
 თვალის ჩაპაჭუნებაც.
 გურია „სიცოცხლის სამოსახლოა“, რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს: „გურიაში რა გინდოდა, თუ სიკვდილი არ გინდოდა“.
 ასე დავიწყოთ“... – გიორგი კეკელიძე
  • გიორგი კეკელიძე
  • თავი პირველი: სანამ სიცოცხლე დაიწყება ანუ სიკვდილი და ეროტიკა გურიაში
  • თავი მეორე: მარად ახალი თოვლი
  • თავი მესამე: სხვა მანდარინები
  • თავი მეოთხე: ზურიკო. მამაჩემი
  • თავი მეხუთე: მამაჩემი. ზურიკო. სხვა თავი
  • თავი მეექვსე: მენდე-მედიკო
  • თავი მეშვიდე: სამი ვერმოხდილი ბოდიშის გამო
  • თავი მერვე: სოფელი. წასვლა. სოფელი.
  • თავი მეცხრე: გურული მატარებლის ამბავი
  • თავი მეათე: ცალთვალა სამთვალა კაცი – ვაჟა-ფშაველა
  • თავი მეთერთმეტე: „სამეგრელოს გარდა?”
  • თავი მეთორმეტე: მარტის საქმე
  • გაფანტული თავი
  • მეორე წიგნის ბოლოთქმა