რომან „მაიკოვსკის თეატრის“ მთავარი გმირი, თუთა, ბაღდათში ცხოვრობს. ქალაქი ეკონომიკურმა უთანასწორობამ გეტოდ აქცია, სადაც დრო თითქოს შეჩერებულია და აქ ახალი არაფერი ხდება. თუთასა და მის გარშემო მყოფთათვის არსებობა იმდენად გაუსაძლისია, რომ მისი ძმა ცდილობს, მოიფიქროს სცენარი, რომლის მიხედვითაც თუთა სიკვდილს შეძლებს. სცენარის პირველი ვერსიის თანახმად თუთა საოკუპაციო ჯარებს მარტო უნდა დაესხას თავს და შეაკვდეს, მეორე ვერსიით კი თავი ტერორისტად გაასაღოს, მძევლად აიყვანოს მაწანწალები, ლოთები, დევნილები, შეშლილები – ისინი, ვინც საყოველთაოდ მიღებული წესებისა და დემოკრატიული პროცესების გარეთ დარჩენილან. იგი ფიქრობს, რომ მათი თამაშში შემოყვანა არღვევს ყველა არსებულ წესს, რადგან სისტემას არ ადარდებს, თუკი ადამიანები ქუჩაში უპატრონოდ და უსახელოდ დაიღუპებიან, მაგრამ მათი თავისუფლების უკანონო აღკვეთაზე თვალს ვერ დახუჭავს... ცოტნე ცხვედიანი ახალგაზრდა ქართველ მწერალთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული ავტორია. მისი სადებიუტო წიგნი „ქალაქი და წმინდანები“ 2015 წელს გამოვიდა და ლიტერატურულმა კრიტიკამ დიდი მოწონებით მიიღო. მოთხრობა „ოქროს ქალაქი“ წლის საუკეთესო მოთხრობად დასახელდა, შემდეგ კი ინგლისურად ითარგმნა და აშშ-ში საუკეთესო ევროპული მოთხრობების ანთოლოგიაში შევიდა.
- მეექვსედ გაქცევა
- პირველი დაბრუნება
- ერთო
- მეორედ გაქცევა
- მესამედ გაქცევა
- ქიშო
- თბილისი Loves You
- არაჩვეულებრივი ამბავი, რომელიც შეემთხვა თუთას ზაფხულში პუშკინის სკვერში
- თუთა, 23 მარტი
- ბოლო გაქცევა
- ახალი სუბიექტის ძიება
- პათეტიკურობანა
- ელენე
- პასხია
- ყვითელი მფრინავი ფეხსაცმელები
- სიზმარი
- ზეცის ფსკერი
- აპოლონი
- იზაიას ბორდელი
- ახალი აია-სოფია
- რეპეტიცია
- 2/3
- მისტერია ბუფი
- თავისუფლება