სოფლიდან თბილისში ჩასული ნიჭიერი ბიჭი კრიმინალურ დაჯგუფებას შექმნის. ის ფიზიკის ფაკულტეტზე სწავლობს, ფიზიკის ინსტიტუტში მუშაობს, ქართველი რომანტიკოსების ლექსები იცის ზეპირად, მაგრამ არც მას, არც მის მეგობრებს ფული არ აქვთ. ამ პრობლემის გადასაჭრელად კი, ფორმულებს იარაღი ჯობს. ასე იქმნება კრიმინალური საძმო, რომელიც ფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომლებისგან შედგება. უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მთავარ გმირს ბავშვობისას მონასმენი ფრაზა: „მთვარეზე კოოპერატივის გახსნა“ აეკვიატება და მთელი ცხოვრება აწვალებს, როგორც მიუწვდომელი საქმე.
- გიორგი კეკელიძე
- წინასიტყვაობა (გაგა ლომიძე)
- ამბავი პირველი: სახურავი
- ამბავი მეორე: მოკლე დანების ღამე
- ამბავი მესამე: ჩაიდანი
- ამბავი მეოთხე: საზღვრის საქმე
- ამბავი მეხუთე: კოჭლი კაცი
- ამბავი მეექვსე: პანგეას ნაფლეთები
- ამბავი მეშვიდე: სხვა სახლი
- ამბავი მერვე: ღრუბელი ცაზე
- ამბავი მეცხრე: სიყვარულის ამბავი
- ამბავი მეათე: ჟანგი
- ამბავი მეთერთმეტე: ქათმის დაკვლა. დომინო
- ამბავი მეთორმეტე: კვანტური ფიზიკის საიდუმლოებანი
- ამბავი მეცამეტე: ნატა
- ამბავი მეთოთხმეტე: მოკლე ამბავი
- ამბავი მეთხუთმეტე: მუსიე კაკო
- ამბავი მეთექვსმეტე: ბოლო ამბავი