ორიგინალური, ჩახლართული სიუჟეტი მოულოდნელი დასასრულით – სწორედ ასეთია ამერიკელი ნოველისტის, ო. ჰენრის მოთხრობები. ო. ჰენრიმ მოთხრობების წერა ოჰაიოს ციხეში დაიწყო, სადაც 3 წელი გაატარა ფულის გაფლანგვის ბრალდებით. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად. სიკვდილამდე ათი კრებული გამოსცა, რომლებშიც 600-ზე მეტი მოთხრობა შევიდა. მიუხედავად ამისა, სიცოცხლის ბოლო წლები სიღარიბეში გაატარა და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ნიუ-იორკის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. ამ კრებულში ო. ჰენრის 24 მოთხრობაა შესული. თითოეული მოთხრობა უბრალო ამერიკელების ცხოვრებას ეხება, სითბოთი და იუმორითაა გაჯერებული და ხშირ შემთხვევაში დღესაც – საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგაც აქტუალურია.
- უკანასკნელი ფოთოლი
- მოგვთა საჩუქარი
- მეწამული კაბა
- წრის კვადრატურა
- დამნაშავე
- პოლიციელი და საგალობელი
- ბავშვები ჯუნგლებში
- გზის არჩევანი
- ნისლი სანტონში
- წითელკანიანთა ბელადის დახსნა
- ცხოვრების ორომტრიალი
- აუხდენელი ოცნების ბორანი
- ბირჟის მაკლერის რომანი
- სიყვარულის მსხვერპლი
- მართალი მოთხრობა
- დაკარგული რეცეპტი
- ნემეზიდა და ტკბილეულის გამყიდველი
- ნეტარების სამოსელი
- გრაფი და ქორწილის სტუმარი
- მორფევსთან ჭიდილში
- ამაო კოკობზიკობა
- „გოგონა“
- ოქტომბერი და ივნისი
- ხალიფა, კუპიდონი და საათი
- სქოლიო