არ მიყვარს რჩევების მიცემა. გზის დალოცვასაც ყოველთვის ვერიდები. მიმაჩნია, რომ ამის უფლება არ მაქვს. ტერმინ „ახალგაზრდა შემოქმედსაც“ ვერ ვიტან. ამიტომაც მხოლოდ ჩემს აზრს გამოვთქვამ. გიორგი შონია ძალიან საინტერესო ავტორია. მომწონს, როგორ შეულამაზებლად, გულწრფელად, ხშირად ხისტადაც შევყავართ საკუთარ სამყაროში. მისი ხმა ნამდვილია და არა დაყენებული. პოეტისთვის ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია – სამყარო დამოუკიდებლად შეიგრძნოს, გვაჩვენოს ისეთი, როგორსაც მხოლოდ ის ხედავს, ყავარჯენი გადააგდოს და თამამად იმოძრაოს დროსა თუ სივრცეში, დაცემის არ შეეშინდეს, არც გზის გაგრძელების... მანძილს მხოლოდ ლექსები ფარავენ. – გაგა ნახუცრიშვილი. ჰანს პრომველი პირველად რამდენიმე წლის წინ წავიკითხე ქართულ სივრცეში და ჩემს სადესკტოპო (შდრ. სამაგიდო) პოეტად იქცა. მისი პოეტიკა, როგორც არაერთი ამერიკელი პოეტისა, უიტმენის, კორსოსა და კერუაკის ესთეტიკის გავლით ყალიბდება. მაგრამ არც ესაა ზუსტი შეფასება: პრომველი იმდენად თვითმყოფადია, რომ ის უკვე საკუთარ თავსაც კი არ ჰგავს. გარეუბნული გეტოებისა და ცენტრალურუბნური გლამურის კოიტუსით ავტორი სტილთა შერევის საინტერესო მოდელს გვთავაზობს, ხოლო სასაუბრო ენის სტილიზაციით პროლეტარული ელიტიზმის განცდას გვიქმნის. სულაც არ მინდოდა, პოლიტიკური საფანელით დამეტვირთა პრომველის პოეზია, მაგრამ სერ ჰანსი ჰედონისტი პოეტია, ტკბობათა და სიამოვნებათა მომღერალია; სიამოვნება კი, მოგეხსენებათ, ყველაზე სერიოზული პოლიტიკაა. – პაატა შამუგია
- გიორგი შონია
- წინასიტყვაობა (გაგა ნახუცრიშვილი)
- ჩემი გზა
- ცარიელი თავი
- ფენიქსის ეფექტი
- აუცილებელი წინაპირობა
- მინი პოემა ჩემზე, შენზე, ნობელსა და რა თქმა უნდა, ღმერთზე
- სუნთქვის ტრაექტორია
- დაბრუნება
- გადარჩენა
- აბსურდული აბსოლუტი
- არაპოლიტკორექტული ეპისტოლე
- დროებით უმუშევარი
- მკვდარი ქალაქის ჩანაწერები
- * * * (ეგზისტენციური შიშები გვიპყრობდა)
- * * * (ო, Happy End-ო!!)
- ათვლის წერტილი
- ჰანს პრომველი
- წინასიტყვაობა (პაატა შამუგია)
- არაპოპულარული ლექსების ავტორი
- შემოდგომა მანჰეტენზე
- მე გადავრჩი
- მარტოობის მანიფესტი
- სიტყვები
- წმინდა არის
- მანჰეტენური ტანკები და ჰაიკუები
- ვარდისფერი ბუშტი
- უცნაური ამბავი
- დაკარგულები