კალათა

დეტალურად

ერთ დროს მშვიდობით მცხოვრები მოსახლეობა ახალი რელიგიური კონფლიქტის წინაშე აღმოჩნდა. სოფლის ქრისტიანი მოსახლეობა მუსლიმების რელიგიური რიტუალის შესრულების წინააღმდეგია. მუსლიმები კი დაჟინებით მოითხოვენ ლოცვის უფლებას. სოფელი ორადაა გაყოფილი. ამ კონფლიქტის ფონზე ორი მოზარდის, გოგონასა და ბიჭის ისტორია ვითარდება. გოგონა მუსლიმი ოჯახიდანაა, ბიჭი კი ქრისტიანია. მათ მეგობრობას ერთი საერთო ინტერესი უდევს საფუძვლად – ეს კომპიუტერის პლანშეტია. გოგონა ხათუნამ სახლიდან პაპისეული ხანჯალი მოიპარა, მისმა მეგობარმა ბიჭმა გიომ კი ახალ პლანშეტში გადაცვალა. გოგონა და ბიჭი ყოველ საღამოს საკრებულოს ეზოს კუთხეში ხვდებიან, რადგან იქ უფასო ინტერნეტია და თამაშობენ. ამის ფონზე სოფელში დღითიდღე იძაბება სიტუაცია. პიესას საფუძვლად უდევს საქართველოში რეალურად განვითარებული მოვლენები.
  • გაბრაზებული ჩიტი
  • ლაბადა და ფეხსაცმელი
  • ომობანა