ეს არის წიგნი სიყვარულზე, უფრო სწორად, თავად სიყვარულისა და სიცოცხლის სიყვარულზე; ჩვეულებრივი ადამიანების არაჩვეულებრივ ფიქრებსა და განცდებზე; საოცრად ლაღ, ალალ, გულწრფელ ურთიერთობებზე, სადაც სამყაროს სულიერებას აყოლილია გონების მელოდია, სადაც ყველაზე ძლიერი იმუნიტეტი ლიტერატურის, ფერწერის, მუსიკის, ცეკვის სიყვარულია. სადაც სამშობლო ყველა და ყველაფერია, რომელიც სულ თან გახლავს... და განცდა, თუ რაოდენ მაგიურია, თავპირისმტვრევით ვარდნა... ვარდნა ზემოთ.