კრებულში თავმოყრილი ესეები ბეჭდურ და ინტერნეტგამოცემებში 2006-2016 წლებში ქვეყნდებოდა. მათი უმრავლესობა დაწერილია ემიგრაციაში ყოფნის დროს მას შემდეგ, რაც ანა დოლიძემ დაასრულა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ უფლებადაცვითი საქმიანობა და სასწავლებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. წიგნს, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის ათწლიანი პერიოდის ერთგვარი სარკეა, ორი მთავარი თემა აქვს – სამართლიანობა და თანასწორობა. სხვადასხვა საზოგადოებრივი მოვლენისა თუ საჭირბოროტო საკითხის შესახებ დაწერილ სტატიებს, ბლოგებსა და პორტრეტებს გამოქვეყნებისთანავე მოჰყვა ხმაურიანი დისკუსია და საჯარო დებატები. სახელმწიფო და საზოგადოება, მეხსიერება და წარსულის ტრავმები, სახელმწიფოსა და ელიტების როლი და პასუხისმგებლობა, გენდერული თანასწორობა – ეს და სხვა თემები კრებულს აქტუალურობას დღესაც არ უკარგავს.
- თავისუფლების დღიურები
- პასუხი პასუხისმგებლობის საკითხზე
- არ იქნება სამართლიანობა, არ იქნება მშვიდობა
- „დიახ - ამნისტიას, არა - ამნეზიას“
- კამპანია „კეკე მუხათგვერდში“
- დამშვიდობება ნიკო ორველაშვილთან
- სირცხვილის დრო
- დავიწყებული სუბალტერნი
- ქალთა უძრაობა
- არავინ ეკამათება ქალებს
- ბორატი საქართველოს ბანკიდან
- დევნილი, ვეტერანი, მაღაროელი და მძღოლი, ანუ სუბალტერნული სოლიდარობა?
- ხმამაღალი დუმილი
- მშვიდობით, სტენლი!
- მწვანე მანტოდან სტრუქტურულ ფემინიზმამდე
- მოთქმა ხმითა...
- კაცია ადამიანი?!
- დამშვიდობება წარსულთან: სიმართლის, სამართლიანობისა და შერიგების კომისია
- ერი, ბერი, მერი
- იანგული ისევ დაბრუნდა
- ხელისუფლება და ხალხი
- 13 ივნისის წლისთავი: ჩუმი რევოლუცია