კალათა

დეტალურად

„გამომცემლობა პალიტრა L“ ჟურნალ „ისტორიანთან“ ერთად გთავაზობთ ყველაზე ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს. ვინც ისტორია შექმნა და შეცვალა. ბუნებრივია, ისტორიულ ფაქტს, დოკუმენტურ მასალას ამ ნაშრომებში უდიდესი ადგილი უკავია, მაგრამ სულ სხვაა ამბავი, რომელიც ემოციის, პირობითობის, ურთიერთობების, ადამიანური სისუსტეების, წინააღმდეგობებისა და, უბრალოდ, ცხოვრების ფონზე ვითარდება. ამბობენ, რომ დიდი ადამიანები ქმნიან ეპოქას, თუმცა, პირიქითაც ხდება – ეპოქა, გარემო, კონკრეტული სოციალ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური ვითარება ქმნის პროვოკაციულ ფონს, რაც გამჭრიახი, გაბედული და ამბიციური ადამიანებისთვის გამოწვევად იქცევა. ამ მოვლენებს უმეტესწილად საკუთარი ავტორები ჰყავთ – პერსონები, ვინც ხელსაყრელ მომენტს ჩაეჭიდნენ და... რომელთაც შეცვალეს სამყარო! ეს არ არის მშრალი ისტორიულ-დოკუმენტური მასალა, ეს რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული მხატვრულად მოთხრობილი ამბებია, რომელიც ერთი ამოსუნთქვით კი იკითხება, მაგრამ დიდ საფიქრალს ტოვებს. ვინ არიან ისინი? გენიოსი, მეამბოხე, მაძიებელი, მეცნიერი, დიქტატორი, იმპერატორი ან თუნდაც ავანტიურისტი!.. ადამიანები, შეპყრობილნი დიდი იდეით, ან პირადი მოსაზრებით. ან თუნდაც ის, ვინც უბრალოდ გენიოსი იყო. დიდი ადამიანების ვნებები და სურვილები, სისუსტეები და მისწრაფებები, დიდ საქმეს შეჭიდებულთა პირადი ცხოვრება და იქვე მათი ადგილი და როლი კონკრეტულ ეპოქასა და დროში. ჩვენ დიდი ადამიანების შესახებ მოგითხრობთ.
  • თავი I. მშობლიური ადგილები
  • თავი II. დღე უკანასკნელი, დღე პირველი
  • თავი III. მშობლები
  • თავი IV. რვა ლანკაშირელი ყმაწვილი
  • თავი V. ინგლისში ცხოვრების შავ-თეთრი პერიოდები
  • თავი VI. ნანატრი ვაკანსია
  • თავი VII. ფრედ კარნო
  • თავი VIII. კონკურენცია თუ პროფესიული ეჭვიანობა
  • თავი IX. ამერიკაში
  • თავი X. ისევ ლონდონში
  • თავი XI. ამერიკული ცხოვრების დასაწყისი
  • თავი XII. მნიშვნელოვანი და გარდამტეხი დღე
  • თავი XIII. პირველი ნაბიჯები კინოსამყაროში – „მაწანწალას“ დაბადება
  • თავი XIV. ჩარლი ჩაპლინის ფილმები
  • თავი XV. სტუდია „ესენეი“
  • თავი XVI. სტუდია „მიუჩუალი“
  • თავი XVII. მილიონერი ჩარლი ჩაპლინი
  • თავი XVIII. ედნა პერვიენსი
  • თავი XIX. „თავისუფლების სესხი“
  • თავი XX. „იუნაიტედ არტისტსი“
  • თავი XXI. „ჩარლის ანგელოზები“
  • თავი XXII. ყველაზე ახალგაზრდა კალიფორნიელი მილიონერი
  • თავი XXIII. მცირე პოლიტიკური ექსკურსი
  • თავი XXIV. კომუნისტები ჩარლი ჩაპლინზე
  • თავი XXV. შეხვედრები დიდ თანამედროვეებთან
  • თავი XXVI. ხმოვანი კინო
  • თავი XXVII. „იუნაიტედ არტისტსის“ გაყიდვის ამბავი
  • თავი XXVIII. ამერიკული ცხოვრების დასასრული
  • თავი XXIX. დაბრუნება
  • თავი XXX. ჩაპლინების ახალი მისამართი
  • თავი XXXI. უკანასკნელი წლები
  • თავი XXXII. ჯილდოები
  • ბოლოთქმა
  • გამოყენებული ლიტერატურა