ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში დემნა შენგელაიას ეკითხებოდნენ „ბათა ქექიას“ შექმნის თაობაზე. პასუხი იმ დროისათვის ტრაფარეტულად ჟღერდა: „ბათა ქექიას“ წერისას მე ვფიქრობდი, რომ ქართულ ლიტერატურაში ისე არ იყო ასახული ქართველი გლეხის სახე, როგორც მას შეეფერებოდა და ეკუთვნოდა. მე ვეკამათები და არ ვეთანხმები ჩვენს მწერლებს – ეგნატე ნინოშვილსა და შიო არაგვისპირელს მათ მიერ დახატული გლეხთა ტიპების გამო. ჩემი აზრით, მათ მთელი ყურადღება სოციალურ მხარეზე გადაიტანეს და მხედველობიდან გამორჩათ არანაკლებ მთავარი“...
- ნაწილი პირველი. კერია
- ნაწილი მეორე. ერი და ბერი
- ნაწილი მესამე. ხალხი და ჯამაათი
- ეპილოგი