„როგორც ჩანს, ალექსანდრე დიდი მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების ინტერესის საგანია. ზუსტად გეტყვით, როგორ დაიწყო ყოველივე: მიდლსბოროში, კინოთეატრ „პალადიუმის“ ჩაბნელებულ დარბაზში, გაფართოებული თვალებით შევცქეროდი რიჩარდ ბარტონს, დიდი დამპყრობლის როლს რომ ასრულებდა. მე არ ვიყავი ერთადერთი, ვინც ისტორიის იმ ჰოლივუდურმა ვერსიამ მოაჯადოვა. მრავალმა წყალმა ჩაიარა მას შემდეგ. მეც გრძელი გზა განვვლე წარმოსახვაში ჩაბეჭდილი იდეალური გმირის განდიდებიდან. კლასიკური ბერძნული ენისა და მისი დიალექტების შესწავლამ უფრო გამიღვიძა მადა: ალექსანდრეს შესახებ მეტი მინდოდა მცოდნოდა და ვკითხულობდი პლუტარქოსის, არიანესა და ანტიკური ხანის სხვა ავტორების ნაშრომებს.
სხვადასხვა დროში თუ სხვადასხვა ადამიანის ცნობიერებაში ალექსანდრე დიდი განსხვავებულ მნიშვნელობას იძენდა. XIX საუკუნის ევროპელები მას იდეალურ ადამიანად მიიჩნევდნენ. მის კეთილშობილებასთან დაკავშირებული გაზვიადებული ამბებისა მეც გულწრფელად მჯეროდა. პირველი ეჭვები მაშინ გამიჩნდა, როცა ხელში კვინტუს კურციუსის მიერ დაწერილი ალექსანდრეს ცხოვრების აღწერა ჩამივარდა.“ - ავტორი
- ყდა
- თავფურცელი
- * * *
- წინასიტყვაობა
- ქრონოლოგიური ცხრილი
- მთავარი პერსონაჟები
- პროლოგი. ძვ.წ. 323 წლის მაისი. ბაბილონი.
- თავი პირველი. ღმერთი
- თავი მეორე. ბაბილონური წინასწარმეტყველური ნიშნები
- თავი მესამე. ღმერთის სიკვდილი
- თავი მეოთხე. ალექსანდრე. მთვრალი თავისუფლება?
- თავი მეხუთე. მოტივი
- თავი მეექვსე. შეთქმულნი?
- თავი მეშვიდე. პტოლემაიოსი – მკვლელი?
- ეპილოგი
- წყაროები. მთავარი წყაროები
- დანართი. იმ ეპოქის მოქმედი პირები
- სქოლიო