„რამდენად ულმობელია ადამიანი, რამდენი ფარული გულშემზარავი უხეშობაა დახვეწილ, განათლებულ დარბაისლობაში და, ღმერთო ჩემო, იმ ადამიანშიც კი, რომელიც კეთილშობილად და პატიოსნად მიაჩნია საზოგადოებას!..“ – ამბობდა გოგოლი და ცდილობდა თავისი შემოქმედების საშუალებით ასეთი ადამიანები სააშკარაოზე გამოეყვანა; და აი, ჩიჩიკოვები, გოროდნიჩები, ხლესტაკოვები, მანილოვები და სხვები მკითხველის წინაშე გააშიშვლა, მათი მანკიერი თვისებები გამოამზეურა; არც პეტერბურგის მთავარი „ღირსება“, ნევის პროსპექტი დაინდო, იქ მოსეირნე ადამიანებით; გაგვაცნო ბაშმანჩიკების – ამ ცხოვრების მიერ გასრესილი ადამიანების საზოგადოებაც, ადამიანის უფაქიზესი სულიერი სამყაროც, შეშლილთა ფსიქოლოგიაც და „პატარა ადამიანებიც“.
- რატომ სულიერი მოთხრობები?
- ტარას ბულბა
- პეტერბურგული მოთხრობები
- ნევის პროსპექტი
- შინელი
- შეშლილის წერილები
- მკვდარი სულები
- ვინ იყო ნიკოლაი გოგოლი?
- სქოლიო