კალათა

დეტალურად

კრებულში შესულია ნინო წერეთლის სამი მოთხრობა. „სახლი ტყის პირას“ მისტიკური შინაარსისაა და მოგვითხრობს ახალგაზრდა მწერალ ქალზე, რომელმაც ხმაურიან ქალაქს სოფლის იდილია არჩია, მაგრამ... „მაპატიე“ ინდოელი ვაჟის სანჯაისა და ქართველი გოგონას მაიას სიყვარულის ისტორიაა. მამაკაცების უმრავლესობის მსგავსად სანჯაიც ბუნებით მესაკუთრეა. ამასთან ერთად იგი წინააღმდეგობებით აღსავსე პიროვნებაა, რის გამოც ხშირად გულს სტკენს ახლობელ ადამიანებს და საფრთხის წინაშე აყენებს საკუთარ სიყვარულს. დიდი ძალისხმევაა საჭირო, რათა შეიცვალოს და საბოლოოდ გაიმარჯვოს საკუთარ თავზე... „ასეც ხდება“ იუმორისტულ ჟანრს მიეკუთვნება და რეალური ამბავი აქვს საფუძვლად.
  • სახლი ტყის პირას
  • მაპატიე
  • ასეც ხდება