„ისტორიის 100 ყველაზე სასტიკი დესპოტი და დიქტატორი“ – ადამიანის მიერ ჩადენილი უთვალავი ბოროტების ამსახველი შემზარავი მატიანეა. წიგნი წარმოგვიდგენს ისტორიის ყველაზე სისხლიან მმართველებს, რომელთა უსაზღვრო ძალაუფლება მათმა უბედურმა ქვეშევრდომებმა თუ ხელქვეითებმა საკუთარ თავზე იწვნიეს. წიგნში აღწერილია თუ როგორ ცხოვრობდნენ ისინი, რა გზა გაიარეს ძალაუფლების მოსაპოვებლად და რამდენი ნგრევა და უბედურება დატოვეს, ვიდრე იმ ქვეყნად წავიდოდნენ. „ტირანები“ შეულამაზებლად წარმოგვიდგენს პოლიტიკის და ძალაუფლების შავბნელ მხარეს – იმ გამაოგნებელ და საშინელ ამბებს, რომლებიც მსოფლიოს ყველაზე სამარცხვინო ავტოკრატებს ცხოვრების მანძილზე ჩაუდენიათ.