საქართველოს უახლეს ისტორიაში XX საუკუნის 80-იანი წლები თავისი სიდიადით აშკარად გამორჩეულია, ვინაიდან ერის ერთმა ნაწილმა სწორედ მაშინ გააცნობიერა დიდბუნებოვანი ადამიანების, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მიერ კარგა ხნით ადრე მომზადებული ჩვენი სამშობლოს ისტორიის განსაკუთრებული მომენტის მნიშვნელობა. შედეგმაც არ დააყოვნა, მერაბისა და ზვიადის უდიდესი ძალისხმევითა და თავგანწირვით, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმზე გამოხატული ხალხის ნების გათვალისწინებით, მსოფლიოს ცივილიზებულ ერთა წინაშე გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის აღდგენა, 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. ქვემოთ მოყვანილი ნაშრომი მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას სრულფასოვანი პორტრეტების შექმნის მცდელობა გახლავთ. ამ არცთუ ისე იოლი საკითხის გადასაწყვეტად, საჭიროდ მივიჩნიეთ ქრისტესმიერი ძმების სულიერი ისტორიის მნიშვნელოვანი შტრიხები ანთროპოსოფიულ ჭრილში განგვეხილა.
- ავტორისგან
- საქართველოში სულიერი მეცნიერების წინამძღოლები
- შემეცნების ოსტატები
- როგორც მკურნალები
- „ვინ არის?“ − მოესმა ხმა. „ეს შენა ხარ!“ − მიუგო კაცმა.
- გრაალის რაინდობა და საქართველო
- ოკულტურ-პოლიტიკური ძალების გავლენა კაცობრიობის ევოლუციაზე
- წიწამური, ბორითი, ხიბულა!
- სქოლიოები და დამატებები
- გამოყენებული ლიტერატურა