კალათა

დეტალურად

ნათია როსტიაშვილი მკითხველმა ორიოდე წლის წინ გაიცნო, როცა მისი მოთხრობა „28-ე, ანუ მე ჯონის ვღალატობ“ ლიტერატურულ კონკურს „ლიტბუნიობის“ ფინალში გავიდა. მას შემდეგ მწერლის არაერთი ნაწარმოები გამოქვეყნდა სხვადასხვა კრებულსა და თითქმის ყველა ლიტერატურულ პერიოდულ გამოცემაში. სამწერლო ბიოგრაფიის მცირე მონაკვეთში უამრავმა წარმატებამ მოიყარა თავი: ლიტერატურული კონკურსი „ლიტბუნიობა“ (2012), მოთხრობა „28-ე, ანუ მე ჯონის ვღალატობ“ - ფინალი; რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი (2012), მოთხრობა „ჩეჩენი“ - მესამე პრემია; მწერალთა კავშირის ჯილდო მოთხრობისთვის „ჩემი წილი საქართველო“ (2013); სპეციალური პრიზი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს რჩეული ნაწარმოებისთვის „ჭაღის ანგელოზი“ (2013); ლიტერატურული კონკურსის - „მოკლედ ითქმის“ - გამარჯვებული (2014); გურამ რჩეულიშვილის სახელობის ლიტერატურული პრემია საუკეთესო პროზაული ნაწარმოებისთვის - „საით წავიდა ლოლა?“ (2014); ლიტერატურული კონკურსი „წერო“ (2014) - მთავარი პრემია და „ვერცხლის წერო“ მოთხრობისთვის „ჭაღის ანგელოზი“. მოთხრობების კრებული „ჭაღის ანგელოზი“ ნათია როსტიაშვილის პირველი წიგნია. ავტორმა აქ შეიტანა სწორედ ის ნაწარმოებები, რომლებმაც პროზის მოყვარულთა თუ კრიტიკოსთა აღიარება უკვე მოიპოვა.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • * * *
  • 28-ე, ანუ მე ჯონის ვღალატობ
  • ჩეჩენი
  • საით წავიდა ლოლა
  • ღმერთს მზე დარჩა ჩართული
  • თარსი
  • გათენებამდე
  • ტახტისუკანა ჩანაწერები
  • ფულს აგროვებს ერთი კაცი
  • ჭაღის ანგელოზი
  • ერთჩრდილიანი ქალაქი