სოფოკლე (496-405 ჩვ. წ. აღ.) ესქილეს შემდეგ ბერძნული ტრაგედიის უდიდესი წარმომადგენელია. მას ცხოვრება და მოღვაწეობა მოუხდა იმ დროს, როდესაც ათენმა განვითარების უმაღლეს მწვერვალს მიაღწია. სოფოკლეს, როგორც ეპოქის უშესანიშნავეს ხელოვანს, ათენის - საბერძნეთის ამ მოწინავე ქალაქის, სიტყვიერი ხელოვნების მეოხებით შემამკობელს, უდიდეს პატივსა სცემდა პერიკლე და დროდადრო მას უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობასაც კი სთავაზობდა. ამგვარი პატივისცემა და დაფასება თავის სიცოცხლეში სოფოკლემ შეუდარებელი ტრაგედიებით დაიმსახურა. მისი ტრაგედიები თეატრის სცენიდან მაშინდელი საზოგადოების მოწინავე იდეებს ქადაგებდნენ. სოფოკლე ნახევარ საუკუნეზე მეტს ემსახურებოდა ბერძნულ თეატრს. მას მიაწერენ ასოცამდე ტრაგედიასა და სატირულ დრამას. ამათგან ჩვენამდე მოღწეულია მხოლოდ შვიდი. ტრაგედია. სოფოკლეს მოუპოვებია 24 გამარჯვება.
- ყდა
- თავფურცელი
- სოფოკლე
- ოიდიპოს მეფე
- ანტიგონე
- სქოლიო