კალათა

დეტალურად

„ორი ფინჯანი“ იმ ინტერვიუების სრული კრებულია, რომლებიც წლების მანძილზე, სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში ქვეყნდებოდა. ესაა პოეტის, კატო ჯავახიშვილის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე მწერალთა პიროვნების უკეთ გაცნობას საზოგადოებისთვის. პოეტები, პროზაიკოსები, მთარგმნელები და პუბლიცისტები – კრებულში მრავალფეროვანი სპექტრია თავმოყრილი და თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ პროცესებზე ამ წიგნითაც შეიძლება მკაფიო წარმოდგენის შექმნა. პოეტის მიერ მომზადებული ინტერვიუ დამატებით ხიბლს სძენს რესპოდენტის შინაგანი სამყაროს წარმოჩენას – თვალსაჩინოვდება ის სიღრმეები, ხშირად მკითხველისგან უხილავი პლასტები, რაც მწერლის შემოქმედებით ბიოგრაფიას განაპირობებს. ამ მხრივ კრებული ძალიან საინტერესოა.
  • დათო აკრიანი – ლოკოკინას კვალი მთვარიანში
  • გივი ალხაზიშვილი – მკითხველი ხიდია...
  • დიანა ანფიმიადი – ცხოვრებაში რაღაცები თავისით ხდება
  • შალვა ბაკურაძე – ჭეშმარიტება მხოლოდ არყოფნაა...
  • გიორგი ბუნდოვანი – ის ღამე ტერენტის ნასაფლავარში გავატარე, ვიწექი ამ ამოთხრილ ორმოში და ვწერდი...
  • ბათუ დანელია – პოეტი გასრესილი კაცია
  • ნინო დარბაისელი – საკუთარ თავს სად გაექცევი ადამიანი
  • ნუციკო დეკანოზიშვილი – პოეზია საგიჟეთია, სადაც ცოცხლები და მკვდრები ერთად არიან
  • თეონა დოლენჯაშვილი – მინდა ჩემი ტექსტები ჩემზე ბევრად გამძლეები გამოდგნენ...
  • უჩა ზაქაშვილი – ადამიანები კარგადყოფნიდანაც გარბიან...
  • ეთერ თათარაიძე – ზუსტად ის მიწა ხარ, რომელმაც შეგქმნა
  • შოთა იათაშვილი – ფერადი ბუშტების მათემატიკოსი
  • ზურაბ კანდელაკი – ხვალ ადამიანს რა ჩაუსაფრდება, არავინ იცის...
  • გიორგი კეკელიძე – გარემო კარგი თერძია გვჭრის და გვკერავს...
  • ზვიად კვარაცხელია – მწერალი შუაგულშია
  • ლადო კილასონია – პერსონაჟის ნაწილს ვდევნი და «მე» ვხდები
  • გიორგი ლობჟანიძე – როცა სერიოზულ თემაზე ფიქრობ, რევერანსებისთვის დრო ნაკლებად გრჩება...
  • გურამ მეგრელიშვილი – ადამიანი ყველანაირი მანკიერების ბუდეა...
  • მანანა მენაბდე – თავისუფლება შეზღუდვაშია
  • მიხო მოსულიშვილი – მე ახლა ნასესხებ ცხოვრებას გავდივარ...
  • გურამ ოდიშარია – მე სოხუმის წვიმაში ვიზრდებოდი, სხვაგან კი მხოლოდ ვსველდები
  • ნინო სადღობელაშვილი – სიტყვა განხორციელებული ღმერთია...
  • ზალიკო და ზურა სულაკაურები – ბედნიერებაა, როცა მარტო არ იბადები...
  • ლია სტურუა – არ დავწერ იმას, რაც არ მინდა და არ ვუღალატებ იმას, რაც მინდა
  • ბექა ქურხული – კაცს დარდი იარაღივითა აქვს, იარაღი თუ გიჩანს, გინდ გქონია, გინდა არა
  • ბელა ჩეკურიშვილი – ასეთ ქვეყანაში სიბერის მეშინია
  • თემურ ჩხეტიანი – ჩემი ადამიანები... კარგი ადამიანები არიან
  • პაატა შამუგია – ვაპროტესტებ სიკვდილის არსებობას. უსინდისობაა, მოკვდე
  • ლელა ცუცქირიძე – ახლა ამ ფერების შეზავების პერიოდი მაქვს
  • მარიამ წიკლაური – ბუნება კარგად დაწერილი წიგნია, რომელსაც ჩვენ ვერა და ვერ ვკითხულობთ
  • ბესიკ ხარანაული – საკუთარი თავი ბოროტია ადამიანის მიმართ...
  • ბესო ხვედელიძე – არ მაქვს იარაღი, რომლითაც მოვიკლავ თავს, როდესაც ყველაფერი ყელში ამოვა