უზარმაზარ მეგაპოლისში ერთმანეთს ორი ერთნაირი ადამიანი შეხვდება. ორივეს საკუთარი ისტორია აქვს, ორივეს საკუთარი ხმები ჩაესმის და ორივე ამ მეგაპოლისის ვიწრო ჩიხებისა და ბინძურ შენობებშია ჩაკარგული. კავაშიმა ყინულის სამტვრევითაა შეარაღებული, ჩიაკის კი საკუთარი იარაღი მუდამ თან აქვს – კერტში გაყრილი რგოლი, რომელიც სასტიკი წარსულისა და კიდევ უფრო სასტიკი აწმყოსგან თავდასაცავად თავად აირჩია. უზარმაზარი ქალაქი ნელ-ნელა პატარავდება და, საბოლოოდ, ერთი სასტუმროს ნომრის ზომამდე მცირდება. მთავარი დრამა სწორედ აქ ვითარდება, კავაშიმასა და ჩიაკის ყველაზე დაფარული სურვილები სწორედ აქ ამოიფრქვევა, მათ გარშემო არსებული იდეალური წესრიგი და სისუფთავე კი მოულოდნელად ერთის დაკარგული და მეორეს უმართავი ვნების ამოხეთქვის მოწმე ხდება.