კალათა

დეტალურად

პლატონი იდეალისტური ფილოსოფიის მამამთავრად ითვლება. მისი ფილოსოფიური მოძღვრება წარმოდგენილია დიალოგის სახით. პლატონის სტილი მხატვრულია, ზოგჯერ განგებ გაბუნდოვანებულიც. იგი შემკულია იუმორითა და მახვილგონიერი გამოთქმებით. ამიტომაც პლატონი ბერძნული მხატვრული პროზის უდიდეს ოსტატად ითვლება. წიგნში პლატონის ორი ნაწარმოები – „სოკრატეს აპოლოგია“ და დიალოგი „კრიტონი“. ორივე ეს ნაწარმოები ეხება პლატონის მასწავლებლის სოკრატეს გასამართლებისა და დასჯის ამბავს. თარგმანს დართული აქვს მთარგმნელის განმარტებანი.
  • ყდა
  • თავფურცელი
  • პლატონი
  • სოკრატეს ცხოვრება
  • სოკრატეს პროცესი
  • სოკრატეს აპოლოგია
  • კრიტონი (კრიტონისა და სოკრატეს დიალოგი)
  • სქოლიო