ჩვენ გარშემო ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება. ახალი ტექნოლოგიები ცხოვრებას გვიმარტივებენ, მაგრამ ნაჩვევი კომფორტი შეიძლება გლობალური კატასტროფის ნაწილი აღმოჩნდეს. „ხვალის ქრონიკები“ ხელოვნური ინტელექტის შესახებ მოგვითხრობს, მაგრამ ეს არ არის ფუტურისტული ზღაპარი, რომლის მოქმედ გმირებადაც ვერასდროს ვიქცევით. წიგნი დღევანდელ ადამიანზე და ერთი შეხედვით ხვალინდელ საფრთხეზეა. სინამდვილეში მისგან მიყენებული ზარალის ათვლა შეიძლება ნებისმიერი მომენტიდან დაიწყოს. წამზომი ჩართულია. (რომანი გაგრძელებებით, იკითხეთ ყოველ ოთხშაბათს).